ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების შემცირების მიუხედავად, ევროპა კოვიდ 19-თან დაკავშირებული სიტუაციის თვალსაზრისით, უსაფრთხოდ არანაირად არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანმო-ს ევროპის ოფისი ქვეყნებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„უახლოეს დღეებსა და კვირებში მზარდი სოციალური შეკრებების, მოსახლეობის გაზრდილი მობილობისა და დიდი ფესტივალებისა და სპორტული ტურნირების ჩატარების ფონზე ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ოფისი სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ”, - აღნიშნა კლუგემ.
IPN.GE