ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიის სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა. ამის შესახებ bloomberg წერს.ჯანმო-ს წარმომადგენლის მაიკ რაიანის განცხადებით, იტალია და ესპანეთი პიკს უახლოვდებიან და რამდენიმე კვირის წინ ევროპაში დაწესებული შზღუდვები შედეგს გამოიღებს.
„ეპიდემია თავისით არ ჩაივლის. საჭიროა ქვეყნები კონცენტრირდნენ იმაზე, თუ რა სტრატეგიას მიჰყვებიან“, - განაცხადა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge