ჯანმო: არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის

ჯანმო: არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის

access_time2020-06-03 22:40:07

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის.

 

მარია ვან კერხოვემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვირუსოლოგებმა SARS-CoV-2-ის 40 000-ზე მეტი სრული გენომის სეკვენსირება მოახდინეს. თანმიმდევრობა კი მცირე და ნორმალურ მუტაციებს ცხადყოფს, თუმცა არაფერი ისეთი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსი მეტ-ნაკლებად საშიშია.

 

„ვირუსი სტაბილურია, შედარებით სტაბილურია. მუტაციას არ განიცდის ისე, რომ უფრო გადამდები ან უფრო მწვავე გახდეს“, - განაცხადა მარია ვან კერხოვემ.

 


მაიკ რაიანმა, რომელიც ჯანმოს საგანგებო პროგრამას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მუტაციები, რომლებიც ვირუსს უფრო მომაკვდინებელად აქცევს, ნაკლებად სავარაუდოა ვირუსის საკუთარი ბიოლოგიური ინტერესის გამო.

 

„ვირუსის ინტერესს არ წარმოადგენს მეპატრონეს ძალიან დიდი ზიანი მიყენოს. მას სურს გადარჩენა. ჩვენ არ გვინახავს რაიმე განსაკუთრებული სიგნალი ვირუსის ქცევაში ან მის თანმიმდევრობაში, რამაც შეიძლება გვაფიქრინოს, რომ ვირუსის ბუნება შეიცვალა“, - დასძინა მან.


imedinews.ge


თეგები:
ჯანმო



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up