ჯანჯღავას პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება

ჯანჯღავას პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება

access_time2019-09-06 11:20:47

გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის მოწესრიგებას განაგრძობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.


ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჯერად, ავჭალაში, ჯანჯღავას პირველ შესახვევში მიმდინარეობს. 



პროექტის ფარგლებში, 7 600 კვ. მ ფართობი, სადაც ამ დრომდე გრუნტის გზა არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, გზის საფარი კაპიტალურად ეწყობა და ასფალტის საფარი იგება.



სამუშაოების დაწყებამდე,აღნიშნულ მისამართზე კომპანია „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეცვალა და წყალარინების სისტემა მოაწესრიგა.




ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L & L“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, შალვა ოგბაიძესთან და კობა კობალაძესთან ერთად გაეცნო.



„აღნიშნული ქუჩა რაიონში ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთი იყო, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო, გზის რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. წყლის სისტემის მოწყობის შემდეგ, გამგეობას შესაძლებლობა მიეცა, საგზაო სამუშაოები დაეწყო და მოსახლეობას მოწესრიგებული გზით ესარგებლა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.



აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 379 107 ლარია გათვალისწინებული.



გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ჯანჯღავას III შესახვევის რეაბილიტაცია განახორციელა, ამ ეტაპზე კი საგზაო სამუშაოები ჯანჯღავას შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში ხორციელდება.









რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)
access_time2019-09-14 22:13:14
რუსთავში “კარფურის“ მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს რუსთავის მოლი აითვისებს 16 000 მ2. ობიექტი...

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება
access_time2019-09-14 16:00:01
28 სექტემბერს, თბილისში, ყაზბეგის გამზირის მიმდებარედ, ბურძგლას ქ. N 72-ში ,,კრიპტოკაფე” დაიდებს ბინას. ეს იქნება ადგილი, კრიპტო ენთუზიასტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ ვესაუბრეთ ,,კრიპტოკაფის” დამფუძნებელს ალექს სუდაძეს. HR hub: საიდან გაგიჩნდათ კრიპტოკაფის გახსნის იდეა? მე ამ სფეროში უკვე 8 წელია ვმოღვაწეობ და საკმაოდ დიდი საზოგადოება გავიცანი როგორც უცხოეთში,...

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება
access_time2019-09-14 12:00:38
პარლამენტი ძალიან მალე ცვლილებებს დაამტკიცებს და მწეველებს იანვრიდან დამატებითი თავსატეხი გაუჩნდებათ — ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და ფაქტრობრივად, ერთმანეთს უთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება. მწეველები ახალი წლიდან უარეს დღეში ჩაცვივდებიან. დღეს მოქმედი საგადასახადო...

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი
access_time2019-09-14 20:00:04
აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად “რესპუბლიკის“ მოქმედი მეთაური რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. (აქვე განვმარტავთ, რომ „კომერსანტი“ არ ეთანხმება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან — აფხაზეთთან დაკავშირებით რუსულ ონლაინგამოცემა Rosbalt-ში გამოყენებულ ტერმინოლოგიას , სტატიას უცვლელად გთავაზობთ) თუმცა, გამარჯვებულმა  თავისი ტრიუმფის შესახებ...

ირაკლი იაშვილი-„ხაზარაძე გუშინდელი დღიდან აღარ არის ბიზნესმენი,ის არის პოლიტიკოსი“

ირაკლი იაშვილი-„ხაზარაძე გუშინდელი დღიდან აღარ არის ბიზნესმენი,ის არის პოლიტიკოსი“
access_time2019-09-13 18:00:37
 მამუკა ხაზარაძის  საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო“ გუშინ ოფიციალურად დაფუძნდა. ბიზნესმენების ნაწილი „კომერსანტთან“  ბიზნესმენის მხრიდან  პოლიტიკაში წასვლაზე და მოლოდინებზე „კომერსანტთან“ საუბრობს. უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up