ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა

access_time2021-11-18 16:50:00

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



„რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში 309 დამსაქმებელი გამოიკითხა, თვისობრივი კვლევის ნაწილში კი ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმით 20 მსხვილი კომპანია. შეხვედრები ჩატარდა სამ ფოკუს ჯგუფთან-ჯამში 30 დამსაქმებლის მონაწილეობით.



კვლევის მთავარი კითხვა 2020 წლის შრომის კოდექსის საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება იყო, სადაც გამოკითხულთა 51% საკანონმდებლო ცვლილებებს სრულიად საჭიროდ მიიჩნევს.



შეხვედრაზე მხარეებმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობის დარეგულირება, დასაქმებულთა უფლებები, უსაფრთხოება და შრომითი დავებიც განიხილეს.




ისაუბრეს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის განსაზღვრის საკითხებსა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან (შრომითი უსაფრთხოებისა და უფლებრივ ნაწილში) დაკავშირებული საჩივრების განმხილველი კოლეგიური ორგანოს (სამმხრივ ფორმატში) შექმნის ინიციატივაზეც.



გარდა ამისა , შეხვედრაზე საუბარი შეეხო მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხედვას და კოლექტიური მოლაპარაკებების/მედიაციის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების განხილვას.



მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, პროფესიული კავშირების გაერთიანების მთავარი რეკომენდაცია იყო ის, რომ საქართველოს ორგანულ კანონში შრომის კოდექსში განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ყოველწლიურად გადახედვის მექანიზმი და მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვროს როგორც საათობრივი, ასევე ყოველთვიური სახით.



სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
კომისია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up