ჯანდაცვის სამინისტროში სამი კლინიკის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში სამი კლინიკის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

person access_time2016-02-09 14:20:50

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის  აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან ერთად დაესწრო. 

მთავრობის მიერ გამოცხადებულ  სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში ინვესტორის გამოსავლენ ტენდერში  ინტერესი სამმა კომპანიამ გამოხატა, თუმცა  წინადადებები ოფიციალურად ავსტრიულმა „ალფამედიკ კონსორციუმმა“ (AlphaMedic Consortium) წარადგინა. 


ავსტრიულმა კომპანიამ,  კლინიკებისა და პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარების საკუთარი კონცეფციის პრეზენტაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდისთვის გამართა. 


საპარტნიორო ფონდი  „ალფამედიკ კონსორციუმის“  მიერ წარმოდგენილ პროექტს  შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად  სწავლობს, რის შემდეგაც  იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.     



დავით საგანელიძის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განხორციელდება.  „ვამაყობ, რომ საპარტნიორო ფონდი ამ პროექტის მნიშვნელოვანი მონაწილეა. ფონდში ასევე წარმატებით არის დაწყებული პროექტი, რომელიც ფარმაცევტულ სფეროში წამლების გაიაფებას  უზრუნველყოფს. მოსახლეობამ უკვე შენიშნა, რომ წამლები იაფდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეპარატებზე ფასი მინიმუმ 30%-ით დაიკლებს, ხოლო როცა ახალი ფარმაცევტული ქარხანა დაიწყებს ფუნქციონირებას წამლების ღირებულება განახევრდება. რაც შეეხება საქართველოში პირველ მაშტაბურ რეფორმას, რომელიც ჰოსპიტალურ და ჯანდაცვის სფეროში უნდა განხორციედეს, ყველაზე საუკეთესო შეთავაზება  ტენდერში ალფამედიკმა წარმოადგინა. ახლა, სწორედ მათი წინადადებების შესწავლა-დამუშავება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, აღნიშნული კომპანია გამარჯვებულად ჯერ არ გამოგვიცხადებია. გადაწყვეტილებას  წარმოდგენილი წინადადებების დეტალურად განხილვის შემდეგ მივიღებთ’’, აღნიშნა დავით საგანელიძემ. მისივე განცხადებით, „ალფამედიკი“ საკმაოდ სერიოზული და ძლიერი კომპანიაა, რომელსაც ანალოგიური რეფორმა ბევრ ქვეყანაში აქვს წარმატებულად განხორციელებული. პროექტის ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარამდეა. „ინვესტორს ვალდებულება აქვს მოიზიდოს დამატებითი ფინანსები. სახელმწოფო კი საპარტნიორო ფონდის  სახით მიიღებს მონაწილეობას. თანხის ოდენობა ჯერ განსაზღვრული  არ არის.  ჩვენ მხოლოდ საწყის ეტაპზე რამოდენიმე წელი ვმონაწილეობთ ბიზნესში, რათა გავაძლიეროდ მათი  საწყისი კაპიტალი. აწყობილი ბიზნესი კი რჩება ჩვენს პარტნიორს, საპარტნიორო ფონდი კი იბრუნებს თანხას გარკვეული მოგებით. ვფიქრობ, რომ  სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის (PPP) პროექტები კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანაარსებობის  საუკეთესო მაგალიათია, როგორც ფარმაცევტულ, ასევე ჰოსპიტალურ სფეროში“, აღნიშნა დავით საგანელიძემ.


საპარტნიორო ფონდმა კონსულტანტ კომპანია „გლობალური ალიანსთან“ (Global Alliance for Health and Social Compact) ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა  განახორციელა. კვლევის საფუძველზე სამთავრობო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილე სამი კომპანიიდან გამარჯვების პრეტენდენტი „ალფამედიკ კონსორციუმი“ გახდა. 


სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას   ეკისრება  ვალდებულება,  საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და  განახორციელოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე საქართველოს მასშტაბით განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ამბულატორიული ქსელი.  


სამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა მოიცავს შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს.“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი).




„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა
access_time2019-10-21 20:30:17
2019 წლის იანვარს-სექტემბერში ჩინეთის მშპ-მ  9,8 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს  6,%-ით აღემატება- იტყობინება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.ბოლო 3 კვარტლის მანძილზე ქვეყნის მშპ-ს ზრდა მცირდება - პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, მეორეში -6,2%, მესამეში - უკვე 6%. ბოლო ციფრი მოსალოდნელზე, ანუ 6,1%-ზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი  1992 წლიდან  ყველაზე დაბალია. 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....


მსგავსი სიახლეები

up