კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა

კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა

access_time2020-02-28 18:16:20

კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. უწყების წარმომადგენლებმა მინისტრს კონკრეტული, ტექნიკური გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გეგმა დასახეს. საუბარი შეეხო საკარანტინო ადგილების დამატებით მობილიზებას. განიხილეს შესაბამისი მარაგების საკითხები. ასევე სახმელეთო საზღვრებზე არსებული სიტუაცია.



ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტრო ცდილობს ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდას იმისათვის, რომ საფრთხე რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არსებობს საქართველოს მინიმალურად შეეხოს.



„მობილიზებულია ბათუმისა და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოები. გვაქვს რესურსი ასევე ზუგდიდში, თუმცა საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. თბილისში მობილიზებული არის, როგორც ინფექციური ასევე ბოჭორიშვილის საავადმყოფო, ასევე ტუბდისპანსერი, რომელმაც ძალიან ოპერატიულ რეჟიმში დაცალა კლინიკა პაციენტებისგან და ჩვენ გვაქვს შესაბამისად აქ საკმარისი საწოლფონდი იმისათვის, რომ დედაქალაქში მოხდეს პაციენტების განთავსება. მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა იმისათვის, რომ დროულად მოხდეს იმ პირების გადაყვანა კარანტინის რეჟიმიდან თვითიზოლაციაში, ვისაც არ ესაჭიროებათ კარანტინში ყოფნა.



მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი ყველა უწყება მუშაობს თანმიმდევრულად და ძალიან ეფექტურად“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.




ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იზოლაციის ან თვითიზოლაციის საკითხი, დგება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს არ აქვს არანაირი ჩივილი მაგრამ იყო შესაძლო კონტაქტში კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთან.



„იზოლაცია შეიძლება განხორციელდეს ორი გზით, ეს არის თვითიზოლაცია როდესაც ეპიდემიოლოგი აფასებს მოგზაურის შესაძლებლობას უზრუნველყოს საკუთარი თავისთვის იზოლირებული სივრცე ისე, რომ არ იყოს კონტაქტში ოჯახის წევრებთან და სხვა გარშემომყოფებთან. ეს არის დასაშვები ფორმა და ასევე არის იზოლაცია სპეციალურად ამისთვის მოწყობილ ადგილებში, რასაც ჰქვია საკარანტინო ადგილი. დღეისათვის არის 200-მდე საკარანტინო ადგილი გამოყოფილი საჩხერეში, აბასთუმანში და თბილისში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.



მისივე თქმით, თბილისში მზადდება დამატებითი ადგილები, რადგან ეტაპობრივად, იტალიიდან მოგზაურები ბრუნდებიან ქვეყანაში.



„მართალია ირანიდან მოგზაურთა რაოდენობა, ბოლო ხანებში, მკვეთრად შემცირდა, თუმცა იტალიიდან და ევროპიდან მოსალოდნელია, რომ მოგზაურების რაოდენობა იყოს ისევ მაღალი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ადგილები გამზადებული გვქონდეს და ასევე აქტიურად განვიხილავთ თვითიზოლაციის შესაძლებლობას, ეპიდემიოლოგების მიერ წინასწარი შეფასების შემდეგ“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.



თამარ გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ ინფექციური საავადმყოფოს პერსონალი სრულად მომზადებულია იმისთვის, რომ შემთხვევები მართოს. იქნება ეს მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე შემთხვევა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up