ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ფრენების შეწყვეტის საკითხი ჯერ არ განიხილება

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ფრენების შეწყვეტის საკითხი ჯერ არ განიხილება

access_time2020-02-25 20:15:42

არც იტალიასთან და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მოგზაურობის შეზღუდვის წინადადებას ჯერ არ განვიხილავთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, იგეგმება თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა.

 

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს სასაზღვრო პუნქტებში მონიტორინგის ღონისძიებების გამკაცრებას.

 

„ჯერ მაღალი რისკის ქვეყნებად რჩება ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი. ამდენად, საქართველომ ამ მიმართულებით მიიღო უფრო აქტიური პრევენციული ღონისძიებები ფრენების შეზღუდვის და ასევე, საზღვრების კონტროლის თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათთან მოძრაობა შეუზღუდავი რჩება, თუმცა, ამავე დროს, ვფიქრობთ, მეტად გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტებში, როგორც მონიტორინგის ღონისძიებები, ასევე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის კარანტინის ზომები. ამ დროისთვის კარანტინი შეეხო საქართველოს იმ 34 მოქალაქეს, რომელიც დაბრუნდა ჩინეთიდან. არც ერთ მათგანს აღენიშნება სიმპტომი, თუმცა ისინი რჩებიან ჯერ კარანტინში. კარანტინთან ერთად ასევე შესაძლებელია თვითიზოლაციის ვარიანტის განხილვაც, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგები შეაფასებენ თვითიზოლაციისთვის პირობებს და ამის გათვალისწინებით მოხდება კარანტინიდან გადაყვანა თვითიზოლაციის პირობებში. ჯერ არც იტალიასთან და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მოგზაურობის შეზღუდვის წინადადებს არ განვიხილავთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების ტენდენციას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კონკრეტულად ვერ ასახელებს სტაბილიზაციის მოსალოდნელ თარიღს.


 

„ძალიან რთულია ამაზე საუბარი, გლობალური ტენდენციები კორონავირუსის ჩინეთში გარკვეული სტაბილიზაცია აღინიშნება, თუმცა, სხვა ქვეყნებში როგორც ვხედავთ ახლა დაიწყო ახალი შემთხვევების გამოვლენა. ჯერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კონკრეტულად ვერ ასახელებს მოსალოდნელი სტაბილიზაციის თარიღს და არც იმაზე კეთდება განცხადებები თუ რა ტენდენციას უნდა ველოდოთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

მისივე თქმით, არაერთ ქვეყანაში მეცნიერთა ჯგუფები მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

 

„რა თქმა უნდა, დიდი აქცენტი ამაზე კეთდება, თუმცა ჯერ კონკრეტული თარიღი, როდის იქნება ვაქცინა გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი ცნობილი არ არის. სულ მცირე, მინიმუმ ექვსი თვე არის ის ყველაზე მინიმალური პერიოდი, რაც შეიძლება დასჭირდეს ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში ვაქცინის გამოყვანას და შემდეგ მის გარკვეულად გამოცდას“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up