ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაციით ანდროიდის მომხმარებლები ამ დრომდე ვერ სარგებლობენ.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება გარკვეულ დროს საჭიროებს.
„აპლიკაცია დღეიდან განთავსებულია როგორც iOS App Store, ასევე Google Play store-ში. ჯერჯერობით არ იძებნება Google Play store-ში, რადგან საერთაშორისო სერვერებს შორის სინქრონიზაცია საჭიროებს გარკვეულ დროს. თუმცა აპლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ლინკზე: https://play.google.com/store/apps/details“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს სამინისტროში.
1tv.ge