ჯანდაცვის სამინისტროს უნდა,რომ პოლიციური ფუნქციები შეითავსოს-  ლევან კობერიძე

ჯანდაცვის სამინისტროს უნდა,რომ პოლიციური ფუნქციები შეითავსოს- ლევან კობერიძე

access_time2020-06-24 18:45:56

„დაჩქარებული წესით შემოგაქვთ კანონპროექტი და არათუ სექტორთან არ გაგივლიათ კონსულტაციები, დეპუტატებმა ძლივს მოვასწარით მისი წაკითხვა. ჩემი მთავარი კითხვაა- საით მიგყავთ დარგი? სად არის ამ დროს მინისტრი? კომიტეტში მოსვლის ნაცვლად ქვეყნის შიდა ტურნეში წავიდა, უკვე მერამდენედ დაადასტურა, რომ მოვიდოდა და ისევ არღვევს კანონს“, -ამ სიტყვებით მიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ.  დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე თამარ გაბუნიას მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები დასვა.


„ნამდვილად ვინანე,რომ ქუთაისიდან გადმოვიტანეთ პარლამენტი, იქ რომ ყოფილიყო, იქნებ გზად მაინც შემოევლო. პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის თავმჯდომარესთანაც მაქვს ეს კითხვა, სად არის მინისტრი, წერილობით და თან არასწორად, რეგლამენტის დარღვევით მოიწერა,რომ მოვიდოდა ივნისის ბოლო კვირას კომიტეტში. მან კი ამის ნაცვლად დაჰკრა ფეხი და სამოგზაუროდ წავიდა.


 მსგავსი ტიპის ცვლილებები არის პოლიტიკის ნაწილი, თქვენ მიგყავთ ქვეყანა სოციალისტური რესპუბლიკის ყაიდაზე. თქვენ წერთ,რომ კანონპროექტის ძირითადი არსი, წარმოდგენილი ცვლილებებით უფრო ეფექტური და მოქნილი გახდება სამედიცინო დაწესებულებების კონტროლის მექანიზმები. გვაინტერესებს, აქამდე,რა პრობლემები ჰქონდა რეგულირებას ?  კლინიკების რეგულირება გინდათ იმდაგვარად მოახდინოთ, რომ თქვენი კონტროლის ქვეშ იყოს ყველაფერი, მათზე გინდათ გქონდეთ ზეწოლის ბერკეტი, სასამართლო გინდათ გვერდზე გაწიოთ და კლინიკები თქვენთან პირისპირ დატოვოთ, რომ ადვილად გაუუქმოთ ლიცენზია, მერე თუ გადაწყვეტს მთავრობა ისევ დაუბრუნოთ და ასე კატა-თაგვობანა ეთამაშოთ მათ!“- აღნიშნავს კობერიძე.


 

მისი თქმით, სამინისტრომ, პირველ რიგში, უნდა ახსნას ცვლილებების გამომწვევი მიზეზები.

 

„მოგვიტანეთ სტატისტიკა, სასამართლოსაც ჩრდილს აყენებთ ამით, თითქოს თქვენ იქნებით წესიერების სიმბოლო და ჩვენ უნდა გენდოთ რატომღაც! რეალურად, კი, კორუფციის რისკს კიდევ უფრო  ზრდით, ვინაიდან, რისკი უფრო მაღალი,როდესაც ურთიერთობა პირისპირია. Covid 19-მა გამოავლინა,რომ სამინისტროს მუშაობა არაეფექტიანია. პარლამენტში მოსვლაც არ გინდათ,რომ კითხვებზე პასუხი გაგვცეთ. მინისტრი იცით,რატომ არ მოდის პარლამენტში? იმიტომ,რომ ის არის არაკომპეტენტური და ვერ უპასუხებს ჩვენს კითხვებს. რას გინდათ,რომ დაამსგავსოთ ეს ქვეყანა ამ ქმედებებით ? პრაქტიკულად ყველასთან გადავრეკე,  რატომ არ გაქვთ კონსულტაციები გავლილი არავისთან დარგში, ექსპეეტებთან, ასოციაციებთან? თუ თქვენ ნებაზეა დამოკიდებული ყველაფერი? პოლიციად გინდათ,რომ გადაკეთდეთ? ჯანდაცვის სამინისტროს უნდა,რომ პოლიციური ფუნქციები შეითავსოს, მინისტრს ეტყობა ძალიან მოწონს სიმკაცრე, წარბს რომ აწევს და ყველა კარი იღება, ყველაფერი თავისით ლაგდება,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up