ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

access_time2020-01-23 15:30:50

როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს? აღნიშნულ კითხვაზე აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გაისტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს.


“ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.


“დღევანდელი მდგომარეობით, დავალიანება 300 მილიონზე მეტი უნდა იყოს და ეს სამინისტრომ თვითონ დაადასტურა დეკემბერში, როცა საპასუხო წერილი მისწერა საავადმყოფოების მენეჯერებსა და დირექტორებს. ამ ვალის დაგროვება იმან გამოიწვია, რომ პირველივე დღიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დეფიციტური იყო. 7 წლის განმავლობაში ჩვენ ვაფრთხილებდით, პირველ რიგში, დავით სერგეენკოს, რომ ეს რაღაც მომენტში გასკდებოდა. “ქართული ოცნება” კი მიიჩნევდა, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც მათ ხელისუფლებაში მოსვლის დროს დახვდათ, ავტომატურად გაგრძელდებოდა, ფული ავტომატურად წამოვიდოდა და მას დახარჯავდნენ.


ახლა საჯარო ფინანსები და ბიუჯეტი აღარ ჰყოფნის ჯანდაცვის დაფინანსების იმ მოდელს, რაც 2013 წელს “ქართულმა ოცნებამ” შემოიღო. თვითონ დაფინანსების მოდელი არის შესაცვლელი -აუცილებლად უნდა გადავიდეთ სადაზღვევო მედიცინაზე, ანუ როდესაც სახელმწიფო ისევ აგრძელებს მიზნობრივი ჯგუფების დახმარებას, ოღონდ არა – კლინიკასთან პირდაპირი ფინანსური ურთიერთობის გზით, არამედ როდესაც სადაზღვევო პაკეტებს ყიდულობს სადაზღვევო კომპანიებისგან, ფინანსური ანგარიშსწორება გადადის სადაზღვევო კომპანიებზე, სახელმწიფო კი დაკავებულია ხარისხის კონტროლით და მთელი სისტემის რეგულირებით”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.


აქვე პრობლემად რჩება ე.წ. 520-ე დადგენილება, რომლის ხარვეზების გასწორების პირობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ დეკემბერში დადო. ამჯერად უკვე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ისიც პირადად საკითხშია ჩართული და უშუალოდ მინისტრის მოადგილეს ხვდება დადგენილებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად.



“ჩვენ გასული წლის ბოლოს პრემიერ მინისტრთან და შესაბამისი უწყებების მინისტრებთან, მათ შორის, ეკა ტიკარაძესთან ერთად შევხვდით კლინიკის ხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემური საკითხები, მაგრამ ეს გასული წლის ბოლოს დალაგდა. უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული”, – განაცხადა ხუნდაძემ.


მისი ინფორმაციით, 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით შექმნილია დარგობრივი, თემატური ჯგუფები, სადაც დარგის სპეციალისტები მუშაობენ კონკრეტული ნოზოლოგიებისა და განფასების წესის დასადგენად და დასათვლელად. მანამდე არსებული დისკომუნიკაცია არის აბსოლუტურად აღმოფხვრილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სრულად არის ჩართული ამ პროცესში.


“მთავარია ყველას გვქონდეს სურვილი იმისა, რომ სისტემა სწორად იმართებოდეს, რადგან ყველაზე მეტ შეხებაში მოსახლეობასთან, სწორედ ჯანდაცვის სექტორია. პრობლემები, ხარვეზები ერთად აღმოვფხვრათ და სისტემა გავმართოთ იმაზე უკეთ, ვიდრე იყო აქამდე”, – აღნიშნა ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე.


საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების ნაწილი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ მათ ხელფასების გაცემის პრობლემები შეექმნათ სწორედ სახელმწიფოს მიერ წარმოშობილი დავალიანების გამო. 520-ე დადგენილების მიერ განსაზღვრულ ტარიფებს კი საავადმყოფოების ნაწილი არ ეთანხმება.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “ბიემის” კითხვაზე თუ რა მოცულობის ვალი აქვს სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მიმართ 2019 წლიდან დაგროვილი, უპასუხა, რომ მისი უწყება ყოველდღიურად ახდენს ამ დავალიანების დაფარვას, ვალის ზუსტ ოდენობას კი, ის ვერ დაასახელებს.


“გარკვეული შეფერხებები იყო წინა წელს, თუმცა დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს. რიცხვი არის მუდმივად ცვლადი, ვინაიდან ამ შემთხვევაში დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. ხარვეზები რაც იყო, ამასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია კლინიკებთან და ის ეტაპობრივად იქნება აღმოფხვრილი. ეს არის მიმდინარე პროცესი. თანხა არის ცვალებადი, აქედან გამომდინარე დღევანდელ ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით”, – აღნიშნა ტიკარაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ აარიდა თავი დავალიანების დაფარვის მიახლოებითი თარიღის დასახელებას.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up