ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი-„კლინიკების  წერილში მოცემული რისკების დიდი ნაწილი უსაფუძვლოა ან ვერ აჭარბებს რეფორმით მოსალოდნელ სარგებელს“

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი-„კლინიკების წერილში მოცემული რისკების დიდი ნაწილი უსაფუძვლოა ან ვერ აჭარბებს რეფორმით მოსალოდნელ სარგებელს“

access_time2019-11-21 13:15:58

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კლინიკების ღია წერილთან დაკავშირებით, რომლებშიც სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ერთიანი ტარიფის შემოღებას აპროტესტებს, პასუხს ავრცელებს.


სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ უწყებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა პროფესიული საზოგადოების მიერ რეფორმასთან დაკავშირებული რისკების ხედვის გაზიარება.


სამინისტროსთან კომუნიკაციის სირთულეები და რეფორმასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის შეზღუდული შესაძლებლობები:


უწყებაში უკვე რამდენიმე თვეა მინისტრის ინიციატივით შექმნილია საკომუნიკაციო პლატფორმა, რომლის ფარგლებში სამინისტროს მაღალი თანამდებობების პირები  ღია ფორმატში აწარმოებენ შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ პირთან. აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში 4 თვის მანძილზე- 2019 წლის ივლისიდან ნოემბრამდე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან 32 შეხვედრა გაიმართა  . მათ შორის 6 შეხვედრა ჩატარდა ჰოსპიტალურ სექტორთან უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, კიდევ უფრო მეტი შეხვედრა გაიმართა  მინისტრის მოადგილეების მიერ. აღნიშნულ ფორმატში ჰოსპიტალების ხელმძღვანელებს და სხვა  წარმომადგენლებს  მიეცათ შესაძლებლობა ღიად ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. უნდა აღინიშნოს, რომ არაერთხელ გამოითქვა მინისტრთან და მოადგილეებთან, კონკრეტული პირების მიერ ინდივიდუალური შეხვედრების გამართვის სურვილი, რაზეც მათ უარი ეთქვათ, რამდენადაც ეს ფორმატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამინისტროში დადგენილ კომუნიკაციის პრინციპს. მსგავსი პერსონალური შეხვედრები გათვლილია პირად ინტერესებზე და არა სამედიცინო სექტორის საერთო საჭიროებებზე. სამინისტრო მუდმივად აცხადებს მზაობას სხვა ნებისმიერი ფორმატით აწარმოოს კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ  ჯგუფთან.


აქვე მოგახსენებთ, რომ დარგობრივ ასოციაციებთან მომსახურების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე  კონსულტაციები არ განხორციელებულა, რამდენადაც მათ კომპტენციას წარმოადგენს უშუალოდ მკურნალობის პროცესთან დაკავშირებულ სამედიცინო საკითხებზე მუშაობა და არა ფინანსური გათვლების განხორციელება.


(ბ) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა და მისი შესაბამისობა სერვისების მოცულობასა და ხარისხთან


სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყოველი რეფორმა ეყრდნობა სიტუაციურ ანალიზს. ახალი განფასების შექმნის პროცესში, სამინისტრომ აწარმოა აქტიური კომუნიკაცია უშუალოდ დაწესებულებების ფინანსურ დირექტორებთან, გამოითხოვა მათგან სრული მონაცემები ყველა სახის ხარჯის შესახებ, რათა სწორედ მათი ანალიზის საფუძველზე შედგენილიყო ახალი განფასებით გათვალისწინებული  ტარიფები. აღნიშნულ პროცესში ჩაერთო 150-ზე მეტი სტაციონარული დაწესებულების ფინანსური დირექტორი, რომლებმაც  ივლისი-აგვისტოს პერიოდში პორტალზე, არსებული წესების შესაბამისად, წარმოადგინეს ხარჯების დეტალური აღწერილობა. პორტალზე ატვირთულ დოკუმენტებს აქვს ოფიციალური სტატუსი და წარმოადგენს მნიშვნელოვან იურიდიულ საფუძველს სახელწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მართებულობის თვალსაზრისით.


ერთიანი უნივერსალური ტარიფების ამოქმედებით, პროგრამაში მონაწილე ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სამინისტრო აღმოფხვრის მომსახურების ღირებულებაში გაუმართლებელ განსხვავებას. გარდა „ისტორიული მინიმუმის“ ფაქტორისა (უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების ადრეულ ეტაპზე პროგრამაში ჩართული მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი ფასების შენარჩუნება უცვლელად, მაშინ როდესაც პროგრამაში ახლად შემოსულ მიმწოდებლებს ჰქონდათ უფრო მაღალი ფასის წარმოდგენის შესაძლებლობა), საყურადღებოა ფასწარმოქმნის პრინციპის არაერთგვაროვნება (მ.შ. არაპირდაპირი ხარჯისა და მოგების წილი).



ცხრილი #1-ში წარმოდგენილია ერთსა და იმავე მომსახურებაზე, კონკრეტულად გულის სისხლძარღვების შუნტირებაზე სხვადასხვა დაწესებულების მიერ მოწოდებული ხარჯთაღრიცხვა, რომლის კომპონენტებს შორის სხვაობა კიდევ ერთხელ ადასტურებს დაგეგმილი რეფორმის საჭიროებას და  მიზანშეწონილობას.


ხარჯთაღრიცხვის შესწავლის პროცესში ასევე გამოიკვეთა რამდენიმე საყურადღებო ფაქტორი, მაგალითად კლინიკის მიერ სახელფასო ხარჯების მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება და რეალურად პერსონალზე გაცილებით ნაკლები თანხების გაცემის ფაქტები. ასევე მრავალჯერადი მოხმარების ნივთების ერთჯერადი მოხმარების საგნებად დაფიქსირება, რაც თავისთავად აისახა მომსახურების მაღალ ფასებში.
ტარიფების დადგენისას სამინისტრომ იხელმძღვანელა საერთაშორისოდ აღიარებული ფორმულით, რომელიც ითვალისწინებს როგორც პირდაპირ და არაპირდაპირ, ისე ცვლად და ფიქსირებულ ხარჯებს. ტარიფებში გათვალისწინებულია მოგების თანხა, რეინვესტირების ოდენობა და გაუთვალისწინებელი ხარჯებიც.


განსაკუთრებით საყურადღებო იყო განსხვავება არაპირდაპირ ხარჯებში, რომლის მაღალი წილი უმეტეს შემთხვევაში დაუსაბუთებელია და კლინიკის მიერ უკიდურესად დაბალი დატვირთვის (პაციენტების მცირე ნაკადის) კომპენსირებას ემსახურება. სამინისტროს ახალი მიდგომით, არაპირდაპირი ხარჯის მაქსიმალური ოდენობა პირდაპირთან მიმართებაში არის არაუმეტეს 30%-ისა ნოზოლოგიური კოდების შესაბამისად. განფასებისას ამოვიღეთ და განვაცალკევეთ ცვეთისა და საბანკო პროცენტის კომპონენტი, რომელთა დაბალანსება უნდა მოახდინონ თავად კლინიკებმა პროგრამებით მოცულ ნოზოლოგიებზე 25%-იანი მოგების პირობებში. აღნიშნული მოგების ფარგლებში დაწესებულებები მიიღებენ მეტად არგუმენტირებულ გადაწყვეტილებებს აპარატურისა, თუ სხვა საჭიროებების შესყიდვის პროცესში, რაც ამ დრომდე ძირითადად სახელმწიფოს ბიუჯეტის ფარგლებში ხარჯეფექტურობის გათვალისწინების გარეშე ხორციელდებობა.


ღია წერილში ვალუტის კურსის ცვლილებების გათვალისწინების აუცილებლების თაობაზე მოყვანილი არგუმენტები და ფასთა შედარების ცხრილი ვალიდურად ვერ ჩაითვლება. სამედიცინო დანიშნულების საგნების ღირებულებაზე მართლაც ახდენს ზეგავლენას კურსის ცვლილება, რაც ახალ ტარიფებში გათვალისწინებულია დღევანდელი საბაზრო ფასებით. გარდა ამისა ფასში შეწონილია ყველა სხვა კომპონენტი (მ.შ. პერსონალის ხელფასი, არაპირდაპირი ხარჯი, გაუთვალისწინებელი ხარჯი და მოგება), რასაც კლინიკები, თუნდაც ხელფასების ნაწილში, კურსის მერყეობის შესაბამისად არ აკორექტირებენ. ამაზე მეტყველებს სამედიცინო პერსონალის უკმაყოფილება დაბალი ხელფასების გამო და მრავალ ადგილზე დასაქმების ტენდენცია, რაც ასევე საყურადღებო ფაქტორია ხარისხთან დაკავშირებული რისკების თვალსაზრისით.
მეტი კონკრეტიკისთვის, წარმოგიდგენთ ტარიფის განსაზღვრის ნიმუშს, რომელიც მოიცავს ყველა იმ კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც მოხდა ტარიფის დათვლა (მონაცემები ემყარება დაწესებულებების ფინანსური სამსახურების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას).

 


გ) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის #36-ე დადგენილების ნაკლოვანებები და „დისკრიმინაციული გამოვლინებები“
ღია წერილში საუბარია 36-ე დადგენილების „დისკრიმინაციულ“ ხასიათსა და სამედიცინო სფეროში მომუშავე მეწარმე სუბიექტებისთვის არასახარბიელო ბიზნეს გარემოს შექმნაზე. უპირველეს ყოვლისა უნდა განვმარტოთ, რომ სამედიცინო სფეროს ტიპური „ბიზნესის“ სახით განხილვა უდიდესი რისკია, მომსახურების ხარისხისა და პაციენტის ინტერესების დაცვის კუთხით. სამინისტროს პოზიცია მეტად ორიენტირებულია ჯანსაღი მარეგულირებელი გარემოს განვითარებასა და კლინიკებში ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების აქტიურ მართვაზე, ვიდრე საბაზრო კონკურენციის ხელშეწყობაზე, რაც პაციენტისთვის სერიოზული რისკების მატარებელი შეიძლება გახდეს. 



„ისტორიული მინიმუმის“ და სხვადასხვა კლინიკებისთვის შემოსავლის გენერირების განსხვავებული შესაძლებლობების მიუხედავად, 2011-წლიდან დღემდე კლინიკების მკვეთრად მზარდი ოდენობა (2011 წელს 229-დან 2018 წელს 272-მდე გაზრდა) მიუთითებს, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბიზნეს გარემო საკმაოდ ხელსაყრელი იყო და ხელი შეუწყო ბიზნეს ინტერესების საფუძველზე, მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინების გარეშე, ჭარბი სამედიცინო ინფრასტრუქტურის შექმნას. კლინიკების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მოცემულთან მიმართებაში გაიზარდა შესაბამისი მოგების მაჩვენებელიც, რომელიც დღეს 35%-ს აღწევს.




კლინიკების წლიური მოგების მსგავსი შთამბეჭდავი ოდენობის ფონზე, ახალი ტარიფიკაცია ვერც ერთ შემთხვევაში გამოიწვევს მათ დაზარალებას და მითუმეტეს საქმიანობის შეჩერებამდე მიყვანას. ახალი ტარიფიკაცია ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს ფასების და შესაბამისად კლინიკის მოგების კლებას. მეტიც, რიგ შემთხვევებში, ახალი ტარიფიკიცაიით დადგენილი ფასი აღემატება ძველ ფასს. მეტი კონკრეტიკისთვის წარმოგიდგენთ რამდენიმე ნოზოლოგიაზე ძველი და ახალი ტარიფების შედარებას, რომელთა შორის სხვაობის სიმცირე ცხადყოფს, რომ რეფორმასთან დაკავშირებით დაწესებულებების ნეგატიური მოლოდინი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.


უწყება განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც ტარიფი ყველა ნოზოლოგიურ კოდზე განისაზღვრება, შემდგომი დაუყოვნებელი ნაბიჯი იქნება სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც ხარისხის, ხარჯებისა და საწოლფონდის სწორად წარმართვის საფუძველია. სამინისტროს შეფასებით, სელექტიური კონტრაქტირება დააბალანსებს ქვეყანაში კლინიკების რაოდენობასა და საწოლფონდის დატვირთვაც თითქმის გაორმაგდება.


დოკუმენტში მითითებულია, რომ ევროპული გამოცდილების თანახმად, კლინიკური მედიცინა არ არის მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი და კლინიკებიც ძირითადად არამომგებიანი დაწესებულებების სახით არიან წარმოდგენილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაფინანსების მთავარი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია. სამინისტრო აცხადებს, რომ ჩვენს ეროვნულ ჯანდაცვაში საწინააღმდეგო მოცემულობაა შექმნილი, რადგან დაწესებულება, ხარისხს უმეტესწილად ფინანსურ კომპონენტს აბამს, სამედიცინო მომსახურების ხარისხს უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრავს ექიმის კვალიფიკაცია.


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე გათანაბრებული ტარიფები დღეიდან ამოქმედდა.


სოფო ქსოვრელი 






ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი

ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი
access_time2021-07-27 10:55:42
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1...

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
access_time2021-07-27 09:50:15
კოვიდპანდემიის გაუარესებული სურათის ფონზე, ვაქცინაციის ტემპი სასურველ ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ვირუსთან ბრძოლის უმთავრესი იარაღი კი მასობრივი ვაქცინაციაა. „ირაომ“ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო. სადაზღვევო კომპანიის დირექტორთა საბჭოსა გადაწყვეტილებით, ის თანამშრომლები, რომლებიც 26 ივლისიდან 1 სექტემბრამდე წარმოადგენენ პირველი აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენენ, შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ საჩუქარი...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-26 21:00:16
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლოქდაუნი არ იქნება – მთავრობა პანდემიის ეფექტიანი მართვის გზას ირჩევს „მე მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბევრია საუბრები ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ.  მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა
access_time2021-07-26 18:00:22
26 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.72 თეთრით 3.0828-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს ლარი 3.0887-იანი კურსით ივაჭრებოდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა. კერძოდ: ევროსთან 1.10 თეთრით 3.6371-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.70 თეთრით 4.2521-მდე, თურქულ ლირასთან 0.21 თეთრით 0.3602-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.10 თეთრით 1.8107-მდე, 100 რუსულ რუბლთან 5.17 თეთრით 4.1621-მდე, 1000 სომხურ...

„მწვანე სამყარო“ - კომპანია, რომელმაც 11 ტენდერი უხარისხოდ შეასრულა

„მწვანე სამყარო“ - კომპანია, რომელმაც 11 ტენდერი უხარისხოდ შეასრულა
access_time2021-07-27 10:00:12
2016 წლიდან 2020 წლის ნოემბრამდე სახელმწიფომ სულ 13.695 მლრდ ლარის ტენდერი გამოაცხადა, ყველაზე დიდი შემსყიდველი 1.76 მლრდ ლარით საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღმოჩნდა. 649 მლნ-ით მეორე ადგილზე თბილისის მერიაა, სამეულს კი 400 მლნ ლარით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხურავს. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტებზე მორგებული პირობები, გამქრალი კომპანიები და სამართლებრივი დავები რეალურად, სახელმწიფო შესყიდვები საქართველოსთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა....


მსგავსი სიახლეები

up