„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“

access_time2019-11-18 11:30:14

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც ჩვენ ვიმყოფებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგიონალური საავადმყოფოს ფასი არის ერთი,  ქალაქში მომუშავე საავადმყოფოს ფასი არის მეორე“, - ასე აფასებს   „PINEO“-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას. მეან-გინეკოლოგი აცხადებს, რომ დადგენილი ტარიფები ჰაერიდან არის აღებული და დღევანდელ რეალობას არ შეეფერება. მისი თქმით, რეფორმა ხარისხის მკვეთრად გაუარესებას გამოიწვევს.

 

„2007 წლიდან მე ვიყავი პირელი, რომელიც ერთიან ტარიფებზე  ვსაუბრობდი. ეს პრაქტიკა მსოფლიოში მიღებული. ამას ამუშავებს  პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც ამ დარგში მუშაობს. ისინი ყველა შესაძლო გართულებას ითვალისწინებენ , რის შემდეგაც  ე.წ.  შეწონილი ფასი დგინდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ტარიფები ჰაერიდან არის აღებული, იქ არ არის გათვალისწინებული ყველა ის შესაძლო გართულება, რომელიც  კონკრეტულ დიაგნოზს შეიძლება მოჰყვეს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია პროცესებში პროფესიონალთა გუნდი ჩაერთოს, რომელიც ამ ყველაფერს  დათვლის. ჩვენი თხოვნა არის ის, რომ დავსხდეთ ერთად და გავიაროთ ეს საკითხი.   იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს და რეფორმას გადაავადებს. ვფიქრობ, რომ კონსესუსის მიღწევა  შესაძლებელი იქნება, რადგან ტარიფები არის ისეთი, რომელიც არ შეესაბამება არსებულ რეალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში რეფორმა კლინიკების დახურვას გამოიწვევს“-აცხადებს სინაურიძე. 

 

ჯანდაცვის რეფორმის გადავადებას ითხოვს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი მაია მახარაშვილი. მისი თქმით, კონსულტაციები უნდა გაიმართოს  იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, თუ რის საფუძველზე მოხდა ტარიფის დადგენა და რატომ ნიშნავს გატარებული რეფორმა  ტარიფის რადიკალურად შემცირებას?

                                                                              


„გასაგებია თუ რატომ ტარდება ეს რეფორმა, ვიცით, რომ საბიუჯეტო თანხებია და არავის არ უკვირს, რომ ეს ფინანსები  სწორად უნდა იმართებოდეს.პირდაპირ დარტყმა ტარიფზე პირველ რიგში ურტყამს ხარისხს. ეს რომ კომპლექსურად იყოს განხილული, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გასაუბრებების საფუძველზე, სადაც ჩვენს პოზიციებს დავაფიქსირებდით, ალბათ რეფორმა მისაღები იქნებოდა. ტარიფი გასაშუალოებული არ არის, დადგენილია მინიმალური ისტორიული ფასი, რომელშიც იგულისხმება 2011 წელს დადგენილი ფასი, რომლის შემდეგაც სხვადასხვა მიმართულებით ბევრი ცვლილება მოხდა. იმ პირობებში, როდესაც ყველაფერი გაძვირებულია, წარმოუდგენელია ამ ფასების დამტკიცება. მედიცინა მხოლოდ ექიმზე აღარაა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები, მედიკამენტები, ამ ყველაფრის შესყიდვა კი სხვადასხვა ვალუტაში ხდება. შესაბამისად, ვალუტის კურსი  ჩვენ სფეროზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ინტერვენციულ კარდიოლოგიაში რა დანადგარებიც საჭიროა  სხვა ქვეყნებიდან შემოდის და მათ ფასზე ვართ დამოკიდებულები. როდესაც მედიკამენტი ვერ შემოგაქვს იმიტომ, რომ ტარიფი დაბალია, ამით რა თქმა უნდა ზიანდება პაციენტი“, - მაია მახარაშვილი.

 

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ იმისთვის, რომ ჯანდაცვის რეფორმამ გაამართლოს, სახელმწიფომ ტარიფის გათანაბრების პარალელურად,  დამატებით მექანიზმები უნდა გაატაროს. მაგალითად, კონსოლიდირებული სახელმწიფო ტენდერები მედიკამენტებზე, სახარჯ მასალაზე და ა.შ.

 

„როდესაც კლინიკაში  მედიკამენტებზე  შიდა ტენდერი გამოვაცხადეთ,ვნახეთ, რომ მთელი რიგი მედიკამენტები ბაზრიდან გამქრალია. კლინიკები წამლებს ვერ ყიდულობენ, შემომტანსაც ვეღარ შემოაქვს, რაც  ხარისხს ძალიან აზარალებს. ამ საკითხს დიდ ზიანს მიაყენებს გატარებული რეფორმაც, სხვა გზა თუ არ იქნა კლინიკა ეცდება, რომ დადგენილ ტარიფში ჩაეტიოს, მაგრამ იმ მოთხოვნებს რა მოთხოვნებიც საყოველთაო პროგრამით არის განსაზღვრული, ამის დაკმაყოფილება ძალიან გაუჭირდება. უტრირებულად რომ ვთქვათ, კლინიკა ეცდება კიდევ უფრო იაფი მედიკამენტი შემოიტანოს. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტულ დიაგნოზებს მოთხოვნა აქვს, რომ მაღალ ტექნოლოგიური კვლევები ჩატარდეს, დადგენილი ტარიფი კი ამ მომსახურებას ვერ აწევს. თუ ეს ყველაფერი იმ მიზანს ემსახურება, რომ მოსახლეობის ჯიბიდან უნდა შემცირდეს გადახდა ,ცოტა სათუო ხდება ჯიბიდან გადახდის შემცირება, რადგან პაციენტს მოუწევს გადაიხადოს რაღაც დამატებითი თანხები იმისთვის, რომ  ხარისხიანი მომსახურება მიიღოს. ჩვენ არაფერი მოთხოვნა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. ვაჭრობას არ ვაპირებთ, განვიხილავთ თუ რა ფორმატით შეიძლება დარეგულირდეს ცვლილება და რა დამატებითი ჩარევებია საჭირო იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ამ ფასებით ნორმალური და ხარისხიანი მომსახურება მივაწოდოთ მომხმარებელს“,- განაცხადა მაია მახარაშვილმა.

 

 

ბაჩო ადამია




თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI
access_time2020-07-03 12:00:43
საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 6,264,688 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი...


მსგავსი სიახლეები

up