„ უპასუხისმგებლო,გაუთვლელი გადაწყვეტილება“ - ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი ფასიანი გახდა

„ უპასუხისმგებლო,გაუთვლელი გადაწყვეტილება“ - ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი ფასიანი გახდა

access_time2020-02-18 12:55:53

„მოგესალმებით, თქვენ დაუკავშირდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს. ზარების მონიტორინგის მიზნით თქვენი საუბარი იწერება. გაცნობებთ, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირება ფასიანია“ -  ამ შეტყობინებას მოქალაქეები  ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე 15 05-  დარეკვისას ისმენენ. როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უწყებასთან დაკავშირებას ადამიანები ანგარიშზე თანხის არ არსებობის შემთხვევაში ვერ შეძლებენ.


ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ეს ფაქტი არაფერში არ წერია. „ეს არის აღმაშფოთებელი, ეს არის საკუთარი ხალხის უგულებელყოფა. ცხელი ხაზის ფუნქციაა, რომ ხალხი რეკავს მაშინ, როდესაც უჭირს. იგივეა ხანძრის დროს ფასიანი იყოს სამაშველო და ადამიანმა ვერ დარეკოს. აქ რეკავს ადამიანი, ვისაც სოციალური ან ჯანდაცვის მხრივ გაჭირვება აქვს. ამისთვის იყო შექმნილი. ცხელი ხაზი თუ ფასიანი გახდა, ეს იქნება უდიდესი ბარიერი ადამიანებისთვის, რადგან იზღუდება ფინანსური ხელმისაწვდომობა. თუ ეს ფასიანი გახდა, ეს არის ჩვეულებრივი კომერციული მომსახურება. ეს არის უპასუხისმგებლო, გაუთვლელი გადაწყევტილება“-აცხადებს ჩიხლაძე.


პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავჯდომარე აკაკი ზოიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ  მას ამის შესახებ არასდროს სმენია და  ეს გადაწყვეტილება  უპრიანი ნამდვილად არ არის. „ჯანდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყევტილება რატომ მიიღო, აუცილებლად უნდა განმარტოს.ალბათ  საკმაოდ დიდი თანხა ჯდებოდა, სამინისტროს ბიუჯეტს თანხები შეეკვეცა თუ რა მოხდა არ ვიცი, ეს უნდა განმარტონ “-აცხადებს ზოიძე. 


როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ დარეკვა მობილური ოპერატორიდან ყოველთვის ფასიანი იყო, ხოლო ქალაქის ნომრიდან დაკავშირება ფასიანი ახლახანს გახდა, რასაც კომპანია „სილქნეტი“ განსაზღვრავს.



„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი წარმოადგენს კომპანია ,,სილქნეტის“ აბონენტს ნომრით 5 51 00 26; 2 51 00 33 და 1505, შესაბამისად ამ ნომრებზე დაკავშირება ხდებოდა კომპანია ,,სილქნეტის“ მიერ დაწესებული ტარიფით.


მოქალაქეებს მობილური ოპერატორებიდან და სხვა სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელიდან ცხელ ხაზთან დაკავშირების დროს თანხა ეჭრებოდათ იმ ხელკშეკრულების საფუძველზე რაც არის დადებული კომპანია ,,სილქნეტსა“, სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელსა და მობილურ ოპერატორებს შორის, მოქალაქეთა მხრიდან იყო პრეტენზია, რატომ არ იყვნენ ინფორმირებულები ამის შესახებ, თუმცა ამ პრინციპით მიმდინარეობდა დაკავშირება 1505-ზე ცხელი ხაზის დაარსების დღიდან.


აქედან გამომდინარე საჭირო გახდა ცხელი ხაზის ინტერაქტიულ მისალმების ტექსტში შესულიყო ცვლილება, კონკრეტულად დაემატა წინადადება, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირება ფასიანია, ანალოგიურად ხდება მოქალაქის ინფორმირება, იმის შესახებ, რომ მისი საუბარი ცხელ ხაზთან იწერება“, - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.




  სოფო ქსოვრელი

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up