ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მოტოციკლეტები შემოჰყავს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მოტოციკლეტები შემოჰყავს

access_time2021-11-29 15:45:00

2022 წლიდან საქართველოში სამედიცინო მოტოციკლეტების შემოყვანა იგეგმება, რომლის საშუალებითაც მოტოპარამედიკოსები დაიწყებენ გადაადგილებას და სწრაფ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას განახორციელებენ. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემაჯამებელ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა. 



ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს სასწრაფო დახმარების ავტოპარკს 33 ერთეული მაღალი გამავლობის სასწრაფოს ავტომობილი და 9 რეანიმობილი შეემატა.  ასევე 2021 წლის 1-ლი იანვრიდან COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებსა და სადისპეტჩეროს თანამშრომლებზე ყოველთვიურად ხელფასის 50%-ის ოდენობის დანამატი გაიცემა.



ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს დასრულდა 341 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა- რეაბილიტაცია და 50 სოფლის ამბულატორია ტელემედიცინის მოწყობილობით აღიჭურვა, რაც დისტანციური კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.



დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შეიქმნა COVID საწოლების საინფორმაციო პორტალი, სადაც მიმდინარე რეჟიმში კლინიკები მონაცემების განახლებას ახორციელებენ. აღნიშნულმა შესაძლებელი გახადა თავისუფალი საწოლფონდის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მოძიება, რამაც გამოძახებების დროულად შესრულება განაპირობა და მოლოდინის რეჟიმი შეამცირა. გარდა ამისა, სოფლის ექიმებისთვის შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც სოფლის ექიმებს ყოველდღიურად უტარდებათ ტრენინგები. ექიმებს შეუძლიათ მიიღონ განახლებული ინფორმაცია სამედიცინო პროტოკოლებსა და გაიდლაინებზე.



შეხვედრაზე ყურადღება სამომავლო გეგმებზეც გამახვილდა.




კერძოდ, 2022 წელს დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის რაიონული სამსახურების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ყველა ფილიალი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკით დაკომპლექტდება და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობა იქნება შექმნილი.



აშენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, ადმინისტრაციული შენობა, სადაც ერთიანი რეაგირების ცენტრი განთავსდება.



დაგეგმილია თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურების გათანაბრება.



ასევე გაგრძელდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების პროცესი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ყოველწლიურად 60-80 ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის განახლებას გეგმავს.



2022 წელს ცენტრი დაიწყებს ჟანგბადის გამომმუშავებელი პორტატული გენერატორის POGS (Portable Oxygen Generator System) გამოყენებას. სისტემა ცენტრს ჟანგბადის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯების შემცირებაში დაეხმარება და ის ხელს შეუწყობს ლოჯისტიკური პროცესების გამარტივებას.




შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სსიპ-ებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up