ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაში 197 072 აშშ დოლარი დახარჯა

ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაში 197 072 აშშ დოლარი დახარჯა

access_time2021-12-15 14:00:10

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარება ამ დრომდე მძიმეა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, „ომიკრონის“ დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლოა, ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული დღიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს გადასცდეს.



ამის მიუხედავად საქართველოს მთავრობის პანდემიის მართვის მეთოდები არათანმიმდევრული და ხშირ შემთხვევაში პოპულისტურია. საქართველოში ვაქცინაციის ტემპი კვლავ დაბალია ბოლო მონაცემებით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 36,7%-ია აცრილი, რაც სამიზნე მაჩვენებელზე 1,6 - ჯერ ნაკლებია. ბანერებმა, ვიდეო რგოლებმა და გათამაშებამ შედეგი ვერ გამოიღო - ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა.



კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენი ლარი იყო გამოყოფილი სტრატეგიული კომუნიკაციისთვის პანდემიის სწორი მართვისა და ვაქცინაციის წახალისებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვაქცინაციის მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიაში 197 072 აშშ დოლარი დახარჯა. 



უწყების მიერ მოწოდებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის 5 მარტს, მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში ერთობლივმა საწარმომ  JV of WEglobal Srl-მა გაიმარჯვა. ხოლო, მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის განხორციელების ვადა 12 თვით განისაზღვრა.




გამოთხოვილი დოკუმენტის მიხედვით, 1-ლი ივნისიდან 31 ოქტომბრამდე COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ შემდეგი ღონისძიებები ჩაატარა:


1. შეიქმნა ვაქცინაციის კამპანიის სლოგანი: „მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის“


2. მომზადდა კამპანიის ბრენდბუქი და საკომუნიკაციო მასალები:


 - რეგიონებში დასარიგებლად 30 000 ბუკლეტი დაიბეჭდა

 - მომზადდა 7 ბანერი და 240-მდე სტიკერი


3. შეიქმნა ვაქცინაციის მხარდამჭერი სამი ვიდეო რგოლი, რომელიც ტელევიზიებში გადის და ატვირთულია სოციალურ ქსელში.


4. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში კოვიდ კლინიკების მენეჯერებთან, სოფლის ექიმებთან, პედაგოგებთან და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე გამოყენებული იქნა ბრენდირებული საკომუნიკაციო მასალები: ბანერი, ბუკლეტები, პირბადეები, სტიკერები და ა.შ. აღნიშნული შეხვედრებისას ხდებოდა ვაქცინაციის მსურველთა აცრის ორგანიზება.


5. განხორციელდა 21 მობილური ამბულატორიის/ავტობუსის ბრენდირება თბილისსა და 4 რეგიონში (რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი).


6. მომზადდა ბრენდირებული საკომუნიკაციო მასალები, სპეციალურად, სოფლად ვაქცინაციის მარათონის მხარდასაჭერად“ , - წერია დოკუმენტში.

 

საქართველოში კორონავირუსით უკვე 12 800-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. გასული დღე-ღამის განმავლობაში სტატისტიკა კიდევ 53 პაციენტით გაიზარდა. ამ ეტაპზე ინფიცირების 40 325 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 5 887 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up