ჯანდაცვის სამინისტრომ მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა

ჯანდაცვის სამინისტრომ მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა

access_time2020-08-15 17:16:56

ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლის სივრცეში გადაადგილებისთვის, სკოლის დასუფთავება-ჰიგიენისთვის, მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის, კვებისა და სწავლის პერიოდში სხვა პროცესების წარმართვისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება №01-408/ო საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსწავლეებს მოუწოდებს: დაიცვან სასწავლო დაწესებულებების მიერ დადგენილი წესები; დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა; ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით; დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარონ ერთჯერადი სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი; მოერიდონ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას; სწავლების პერიოდში თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება უზრუნველყონ, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება; არ გამოიყენონ სხვისი ნივთები; ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მიმართონ ექიმს.

მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს კი შემდეგი ვალდებულებების შესრულება მოუწევთ: ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში, არ გაუშვან მოსწავლე სკოლაში; ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დროულად გაიყვანონ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყონ ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად; სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შეატყობინონ კლასის დამრიგებელს.

სამინისტროს რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ დაუშვებელია სკოლის ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება, თუ შეუძლებელია მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა. სამინისტრო სკოლებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ბუფეტში/სასადილოში არსებული ყველა ონკანის გამართულად მუშაობა, ხოლო მოსწავლეებს ურჩევს საკვები კონტეინერით ატარონ.

ამასთან უწყება სასწავლო დაწესებულებებს მოუწოდებს, თითოეულ მოსწავლეს მისცეს საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლის სკოლაში ტარების რეკომენდაცია; უზრუნველყოს დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ონკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან.

რეკომენდაციების თანახმად, სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებული უნდა იქნეს ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები. მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრავალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშავონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ.


რაც შეეხება საკლასო ოთახში მაგიდების/მერხების განლაგებას, მიზანშეწონილია მოხდეს შემდეგი პრინციპით:

მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის  დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ ერთი მეტრისა;

მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ, და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ ორი მეტრისა.

საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა.

რეკომენდაციების თანახმად, სკოლის შესასვლელში დეზობარიერი, ხოლო თვალსაჩინო ადგილას „კოვიდ-19“-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებები უნდა განთავსდეს. ყველა სკოლა ვალდებული იქნება, რომ ხელის დეზინფექციისათვის არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების დისპენსერები დაწესებულების შესასვლელში, საერთო სარგებლობის სივრცეებთან (საიზოლაციო ოთახი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სამასწავლებლო, სასადილო და სხვ.) განათავსოს. სავალდებულოა, რომ დისპენსერები თითო სართულზე არანაკლებ ორი ცალი იყოს.

სკოლის შენობაში შესვლა მასწავლებლების, თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვისდასაშვებ იქნება მხოლოდ პირბადით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით – დამცავი ფარი/დამცავი სათვალეები, ბახილები, ხალათები.

სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი.




თეგები:
სკოლები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up