სოციალური დაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის „საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ ფარგლებში ანტიგენის და ანტისხეულების 200 ათასი ტესტი შეიძინა.
ანტისხეულების 100 ათასი ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც ამავე ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და აშშ-საც ამარაგებს. პროდუქტმა არაერთი შემოწმება გაირა და ექსპორტზე გატანის ნებართვა მიიღო. ხოლო ანტიგენ 100 ათასი ტესტის მომწოდებელი კორეული კომპანიაა, რომლისგანაც სამინისტროს ტესტები უკვე შესყიდული აქვს.
უწყების ინფორმაციით, ტესტები მაღალი სიზუსტით გამოირჩევა და შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებზე გადანაწილდება.