წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტრო  დევნილ ოჯახებს კიდევ 273 ბინას გადასცემს

წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტრო დევნილ ოჯახებს კიდევ 273 ბინას გადასცემს

access_time2019-10-17 13:30:53

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ იძულებით გადაადგილებული პირების საკითხებზე ისაუბრა. გიორგი წოწკოლაურის თქმით, თბილისის ბინების გადანაწილების მეორე ფაზა უკვე დაწყებულია და მოქალაქეებს განაცხადების შევსება 31 ოქტომბრამდე შეეძლებათ. სამინისტრო წლის ბოლომდე დევნილ ოჯახებს კიდევ 273 ბინას გადასცემს.


მინისტრის მოადგილე სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით 3 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია ბინით, 4 ოჯახთან მიმართებით კი დამატებითი ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს.


გიორგი წოწკოლაურმა იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რასაც თბილისის ბინის მიღების კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. კრიტერიუმები სამინისტროს, საერთაშორისო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით არის შემუშავებული. დევნილ ოჯახებს მათი საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით ქულები მიენიჭებათ. ყურადღება ექცევა სოციალურ შემწეობას, ოჯახში არასრულწლოვნების რიცხვს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა. შესაბამისად ქულის მიხედვით განისაზღვრება, რომელი ოჯახი უფრო მეტად საჭიროებს, კონკრეტულ ეტაპზე, ბინით დაკმაყოფილებას.


მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს ფოიეში მყოფი პირებიდან არის რამდენიმე ოჯახი, რომელიც თბილისში არ არის რეგისტრირებული, ამ შემთხვევაში მათ განაცხადების შევსება რეგიონების ბინებზე შეუძლიათ.


„წელს იწყება გორის, ხაშურის ქუთაისის და სხვა მრავალი რეგიონის მისამართით ბინების განაწილება. შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ, მიეღოთ მონაწილეობა განცხადების განხილვაში, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი არ გამოცხადებულან და არ მოუმართავთ განცხადებით,“ - აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.


„კომერსანტი“




საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება
access_time2020-05-29 18:57:05
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, მომდევნო კვირის განმავლობაში, ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-29 21:30:34
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს ლარის კურსი პანდემიის გავრცელებამდეც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა, თუმცა COVID-19 -ის ეფექტმა უფრო მეტად შეასუსტა მისი პოზიციები. მარტის თვეში,...

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან
access_time2020-05-29 20:00:03
ევროპელები რუსული გაზისადმი ინტერესს კარგავენ - თურქეთის გავლით გაზსადენი „სამხრეთ ნაკადიც“ წარსულს ჩაბარდა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ც სავარაუდოდ მის ბედს გაიზიარებს.   პოლონეთმა რუსული გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა, თავისი წვლილი კორონავირუსმაც შეიტანა. საბოლოოდ, „გაზპრომის“ მიწოდება ათობით პროცენტებით შემცირდა.   ევროპას გაზი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიეწოდება, ფასი კი მინიმუმამდე დაეცა..   ფაქტია, რომ...

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...


მსგავსი სიახლეები

up