ჯანდაცვის სამინისტრო: სასწრაფო სამედიცინო მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო

ჯანდაცვის სამინისტრო: სასწრაფო სამედიცინო მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო

access_time2022-08-05 14:40:00

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესებას ეხება“ – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


„აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გაკეთდა დამატებითი არასტანდარტული მომსახურების შეთავაზება. აღნიშნულის შესახებ კი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.




„საქართველოს ყველა მოქალაქისთვის როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ისე კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება არის და რჩება უფასო. ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება წერილს, აღნიშნულ წერილში იყო შეთავაზება კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომ დამატებითი არასტანდარტული მომსახურებისთვის დაუწესდეთ ტარიფი. ეს შეეხება რომელიმე კერძო, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, ასევე სხვა ღონისძიებებს, რაც შესაძლოა დასჭირდეთ სადაზღვევო კომპანიებს“ , - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.






უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც

უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც
access_time2022-08-11 23:50:01
...

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-08-11 23:00:12
​კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა გააკეთა. ინფორმაციას...

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს
access_time2022-08-11 22:00:03
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ...

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა
access_time2022-08-11 21:00:11
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა...

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი
access_time2022-08-11 20:00:25
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up