ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსს მოუმზადებელი შეხვდა - ექსპერტები კონკრეტულ ფაქტებს ასახელებენ

ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსს მოუმზადებელი შეხვდა - ექსპერტები კონკრეტულ ფაქტებს ასახელებენ

access_time2019-01-11 09:00:00

გრიპი, გაციება, სურდო, A(H1N1) - ზამთარის ვირუსი არავის უკვირს და ყველამ იცის, რომ ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი ქვეყანა არ არის. ევროპის ბევრ ქალაქში დღეს გრიპი ფართოდაა გავრცელებული და ასეა ყოველწლიურად. მეტიც, ხშირად იგი ეპიდემიის სახესაც ღებულობს და მათ შორის ღორის გრიპიც აქტუალურია.  თუმცა საქართველო ამ მიმართულებაშიც აღმოჩნდა გამონაკლისი - სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ადგილობრივი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსს მოუმზადებელი შეხვდა.


აღნიშნულს დარგის სპეციალისტებიც ადასტურებენ, „კომერსანტი“  ესაუბრა ჯანდაცვის ექპერტებს, რომელთა იდენტიფიკაციას გასაგები მიზეზების გამო არ ვახდენთ. მათი თქმით, დღევანდელმა მდგომაროებამ საბოლოოდ და ნათლად გამოავლინა ჯანდაცვის სამინისტროსა და მთლიანი სისტემის არაპროფესიონალიზმი.


„უკვე ყველა ხვდება იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აბსოლუტურად მოუმზადებელი ხვდება გრიპის მორიგ აფეთქებას. არადა, სტატისტიკურად 3-4 წელიწადში  ერთხელ გრიპის მასობრივი აფეთექება  ხდება და ზუსტად წელს უწევდა ეს პერიოდი. ეს მთელმა მსოფლიომ იცის და ქვეყნები წინასწარ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, ჩვენთან კი მსგავსი არაფერი მომხდარა. პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გამოეცა ბიულეტენი, სადაც მითითებულია ვინ,  როგორ იქცევა ეპიდემიის დროს. სამინისტროს კი თავის ვებ-გვერდზე 2009 წლის, ანუ 10 წლის წინანდელი სახელმძღვანელო-რეკომედაცია აქვს გამოქვეყნებული, რაც დღევანდელ რეალობას აღარ შეესაბამება. ბრიტანულ მედიცინას, ამერიკული ჯანდაცვის გაერთიანებებს უკვე სხვა სახელმძღვანელოები აქვთ შემუშავებული ეპიდემიის საბრძოლველად. აი, აქედანაც კი ჩანს როგორია სახელწმიფოს დამოკიდებულება დღეს არსებული სიტუაციისადმი“,- აღნიშნავს ექსპერტი.


დარგის სპეციალისტების შეფასებებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთლიანი სისტემის არაპროფესიოანლიზმი  გამოიხატა შემდეგში:

 

  • ჯანდაცვის სამინისტროს არ დაუანონსებია, რომ გრიპი მოსალოდნელი იყო მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოდან. აღნიშნულ საკითხე საზოგადოებისთვის სექტემბრის თვეში უნდა ეცნობინებინა;
  • სამინისტროს დაანონსების პარალელურად  უნდა გაეცა რეკომედაცია ვაქცინაციაზე (აცრა სასურველია სექტემბერი-ოქტომბრის თვეში გაკეთდეს);
  • ვაქცინაცია უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, საქართველოშიც ამ ხარჯებს სახელმწიფო უნდა ფარავდეს;
  • ღორის გრიპი - ის ასევე მოსალოდენლი იყო როგორც წინა წლებში. შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტროს თავის დროზე მასზეც უნდა გაემახვილებინა ყურადღება და ეწარმოებინა შესაბამისი კამპანია;
  • ტამიფლუ - ღორის გრიპის ეფექტური სამკურნალო საშუალება. დღეს ქვეყანაში მედიკამენტის საკმარისი რაოდენობა არ გვაქვს, მეტიც დეპიციტშია. მნიშვნელოვანია, რომ მისი მიწოდება ბევრად გამარტივებული იყოს. თავის დროზე მედიკამენტის შესაბამისი რაოდენობით  უნდა  მომარაგებულნიყვნენ  სააფთიაქო ქსელები და ფასიც გონივრული დაედგინათ. ასეთ შემთხვევაში დღევანდელი პანიკა არ იქნებოდა;
  • სტაციონარები - სულ ცოტა ხნის წინ გადავიდნენ ჯანდაცვის ცენტრები 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე, რაც დაგვიანებულია. ეს პროცესი დეკემბერში უკვე დაწყებული უნდა ყოფილიყო.  

 

დარგის სპეციალისტების შეფასებით ზუსტად ეს ფაქტორები უნდა გაეთვალისწინებინა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავის დროზე, რათა დღევანდელი მდგომაროება ბევრად ადვილი და მარტივი გადასატანი ყოფილიყო. 



„კომერსანტის“ კითხვაზე, თუ რატომ დგება საზოგადოება ყოველწლიურად ერთიდაიგივე პრობლემის წინაშე და რატომ არ იღებს ჯადანცვის სამინისტრო შესაბამის ზომებს - ეპქერტების შეფასებები ასეთია:


-„ერთგვარი ტრადიცია გახდა უკვე ეს ყველაფერი. ჯანდაცვის სამინისტრომაც მშვენივრად იცის რა და როდის უნდა გააკეთოს, მაგრამ მისთვის პრიორიტეტი სხვა რამაა. ზოგადად სისტემაშია პრობლემა - ჩვენ ვანვითარებთ ავადობის მედიცინას და არა ჯანმრთელობის მედიცინას. ეს გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ პრევენციასა და პროფილაქტიკაზე ყველა მიმართულებით. ასეთ ვითარებაში გამოვა, რომ ვზრუნავთ საზოგადოების ჯანმრთელობაზე. თორემ მერე შესაძლოა გვიანიც აღმოჩნდეს და გვაქვს ამის ნათელი მაგალითებიც“.


-„უკვე ათეული წელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასწორი მიმართულებით იხარჯება თანხები. ბევრი გვესმის პირველადი ჯანდაცვის განვითარებისა  და მისი დაფინანსების შესახებ და ამ დროს არაფერი კეთდება. საზოგადოებრივ ჯანდაცვაში სწორედ ის სეგემენტი შედის რასაც ოჯახის ექიმი, ვაქცინაცია, იმუნიზაცია ჰქვია და ყველა ქვეყანაში  ეს არის უფასო. უფრო სწორად სახელმწიფო აფინანსებს“.


რა თქმა უნდა, თუ ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს, რომ პრობლემას მიუდგეს სერიოზულად, მაშინ დორულადაც გაატარებს პრევენციულ ღონისძიებებს. ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს რატომ არ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს; იგივე ლუგარის ლაბორატორიაზეც ითქვა, რომ ამ გზით ვიღაც ფულს შულობს. ეს არავინც იცის და საჭიროა საკითხით პროკურატურაც დაინტერესდეს. საერთო ჯამში კი გეტყვით, რომ რომ არა სისტემის არაპროფესიოანალიზმი ის შედეგები არ გვექნებოდა, რაც გვაქვს.



სალომე ლემონჯავა




 






კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს

კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს
access_time2019-01-24 09:10:03
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს. „ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე...

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“
access_time2019-01-24 09:25:01
ბილაინს არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შეასბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა“-ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა მექაურმა...

Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

 Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება
access_time2019-01-23 17:51:34
როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ნიდერლანდური კომპანია Damen Shipyards-იის მიერ საქართველოში გემთმშენებლობის საწარმოს აშენებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საერთაშორისო კომპანიის ექსპერტები ჩამოვლენ და ბაზარს შეისწავლიან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად სად და რა ტიპის...

პაატა შეშელიძე : „მიუხედავად კარგი განცხადებებისა, პრემიერს საქართველოს რეგიონში ჰაბად გადაქცევის რეალური ბერკეტები არ აქვს“

პაატა შეშელიძე : „მიუხედავად კარგი  განცხადებებისა, პრემიერს საქართველოს რეგიონში ჰაბად გადაქცევის რეალური ბერკეტები არ აქვს“
access_time2019-01-24 10:00:55
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკვე ნახევარ წელზე მეტია,  საქართველოს  რეგიონულ  ჰაბად ქცევაზე საუბრობს. ამის შესახებ მან გუშინ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუშიც განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ცენტრად აქციოს ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსების, ლოჯისტიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროში.   შეკითხვაზე — რა პერსპექტივა აქვს საქართველოს გახდეს რეგიონში ჰაბი და რა ნაბიჯებს...

საქართველოს სკოლების 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები - გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

 საქართველოს სკოლების 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები - გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია
access_time2019-01-23 16:48:09
2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთობლივი გლობალური ანგარიში  - „სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში“ გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლების 26%-ში არ არის სუფთა სასმელი წყალი, აგრეთვე 26%-ში საერთოდ არ არის საპირფარეშოები, 40%-ში არ არის დაცული სანიტარული პირობები, 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები. გამოკვლეული სკოლების 27%-ში საერთოდ არ არის ხელსაბანი. მსოფლიო...


მსგავსი სიახლეები

up