ჯანდაცვის სამინისტრო: გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომლისგანაც ჯანდაცვის სამინისტრო CGM სისტემებს შეისყიდის

ჯანდაცვის სამინისტრო: გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომლისგანაც ჯანდაცვის სამინისტრო CGM სისტემებს შეისყიდის

access_time2022-03-31 21:20:00

შაქრიანი დიაბეტის ტიპი I დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებისა და სენსორებით (CGM) მომარაგების პროცესი აქტიურ ფაზაშია. გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა, რომლისგანაც ჯანდაცვის სამინისტრო CGM სისტემებს შეისყიდის. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სისტემით, საქართველოში აღრიცხული, ტიპი I დიაბეტით დაავადებული ყველა ბავშვი იქნება უზრუნველყოფილი.



ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სიახლე, ბავშვს და მშობელს მისცემს შესაძლებლობას, რომ უსაფრთხოდ და დისკომფორტის გარეშე მოახდინონ გლუკოზის მონიტორინგი.



“ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს რომელსაც აქვს პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის შესაძლებლობა. უკვე პრაქტიკულად იმ ეტაპზე მივედით, რომ შეგვიძლია ძალიან მალე მომარაგებაზე დავიწყოთ საუბარი. აღნიშნულ პროცესში, ძალიან აქტიური იყო ბატონი მინისტრის პირადი მონაწილეობა. სიახლე იძლევა საშუალებას, რომ ბავშვისთვის უსაფრთხოდ და დისკომფორტის გარეშე მოხდეს გლუკოზის მონიტორინგი. თუ რაიმე ცვლილება აღმოცენდა სისტემა იძლევა განგაშის სიგნალს, რაც ასევე სწრაფი რეაგირების საფუძველია, რითაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ჩვენი მიზანი, ამ პროექტის დაწყებისთანავე იყო ის, რომ ყველა ბავშვს საქართველოში, რომელსაც აქვს პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ჰქონდეს ყველა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა. სწორედ ამისთვისაა საჭირო უწყვეტი მონიტორინგის სისტემები. ცხადია, ყველა ბავშვის საჭიროება სრულად იქნება დაკმაყოფილებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.



მისივე თქმით, გამარჯვებულის გამოვლენის ფორმალური პროცედურები ძალიან მალე დასრულდება, რის შემდეგაც მოწოდებისა და დანერგვის ვადები გახდება ცნობილი.




„მომწოდებელი კომპანიის დასახელება, ამ ეტაპზე, სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე არ შემიძლია. თუმცა მთავარი, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის არის ხარისხობრივი მახასიათებლები, რომ გვქონდეს ხარისხის გარანტია და ავტორიზებული იყოს ყველა ელემენტი, მათ შორის აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება სისტემის მუშაობის დროს. არაავტორიზებული მოწოდება, ამ ტიპის მოწყობილობაზე, ძალიან სარისკოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ასე რომ, ეს არის ყოველმხრივ ხარისხიანი მოწყობილობა, რომელიც ბავშვების საჭიროებას სრულად დააკმაყოფილებს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.



მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ დიაბეტის მართვის პროგრამაში ასევე შევიდა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები: ინსულინის ანალოგებზე გადასვლა და დოზის კორექცია, სპეციალური კომისიის გარეშე, ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე მოხდება, რაც პაციენტებისთვის და მათი მშობლებისთვის პროცედურებს საგრძნობლად გაამარტივებს. ასევე, გაიზარდა ნემსების რაოდენობაც. წლის განმავლობაში, პროგრამაში ჩართულ ბავშვზე 300 ინსულინის ნემსი გაიცემოდა, ცვლილების მიხედვით კი 400 ნემსის გაცემა მოხდება. ასევე, დაემატა მცირე ზომის, 4 მილიმეტრიანი ნემსის არჩევის შესაძლებლობა. დაზუსტდა გლუკაგონის გაცემის პირობებიც.


ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up