ჯანდაცვის სამინისტრო ბიზნესის გახსნას აფერხებს - სახელმწიფო უწყებაში კომუნიკაციის პრობლემაა

ჯანდაცვის სამინისტრო ბიზნესის გახსნას აფერხებს - სახელმწიფო უწყებაში კომუნიკაციის პრობლემაა

access_time2020-06-03 11:10:07

„ვერ გავხსენი ობიექტი იმიტომ, რომ კეთილსინდისიერად ველოდები და მივყვები იმ ინსტრუქციებს, რაც იყო დაანონსებული“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ განუცხადა. როგორც ირკვევა სასტუმრო/რესტორან „ტერასას“ მფლობელი ბიუროკრატიული პრობლემების გამო რესტორნის გარე სივრცეს ვერ ხსნის. სიდამონიძის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი პირები შემოწმებაზე ამ დრომდე არ მისულან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გაღატაკებული ბიზნესი და უხელფასოდ დარჩენილი ადამიანები ელოდებიან როდის მოიცლიან მათივე გადასახადებით დაფინანსებული სახელმწიფო მოხელეები.

 

„ეკონომიკური საქმიანობის განახლებისთვის ყველა ბიზნესი უნდა დარეგისტრირებულიყო ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტულ საიტზე, ორ დღის შემდეგ უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, რადგან პირველ ივნისს გარე სივრცეები იხსნებოდა. რეალურად ცხელ ხაზზე როდესაც ვრეკავდი მითხრეს, რომ ვერ მოვიდოდნენ, სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნების შემდეგ აღმოვაჩინე, ნახევარზე მეტ გახსნილ ობიექტზე შესამოწმებლად არავინ ყოფილა. ცხელ ხაზზე მეუბნებიან, რომ თუ გავხსნი ტერესას დამაჯარიმებენ, აღმოჩნდა რომ რეალურად ჩანაწერი , რის საფუძველზეც უნდა დააჯარიმონ არ არსებობს. როდესაც აღსრულება არ ხდება, კონტროლის რესურსი არ აქვს და ვერ ხარ ეფექტური ყველაფერს ძალა ეკარგება. თუ ოფიციალურად ვრეგისტრირდები, უფლება მეძლევა 1 ივნისს გავიხსნა და იმიტომ მიფერხდება ბიზნესი, რომ ვერ შემოდიან შესამოწმებლად ეს ჩემი პრობლემა არ უნდა გახდეს, მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც გაკოტრებულია ყველა ბიზნესი, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში და ერთი წელი არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს“, - განაცხადა მაია სიდამონიძემ.

 

„ტერასას“ მფლობელი არ გრძნობს თავს თანაბარ კონკურენტულ პირობებში, რადგან  გუშინ თითქმის ყველა რესტორნის გარე სივრცე გაიხსნა ხოლო „ტერასა“ მომხმარებლებს ტელეფონითაც ვერ პასუხობს როდის უმასპინძლებს სტუმრებს.მისი თქმით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყონ ბიზნესს, რათა არცერთი ოპერირების დღეს არ ჩავარდეს.

 

„ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. მე მესმის, რომ ეს ყველაფერი საჭიროა, გაგებით ვეკიდებით, თუმცაღა მათი რესურსის არ ქონა, რომ გააკონტროლონ ინსპექტირება არ უნდა გახდეს პრობლემა, რადგან დღეს ბიზნესი ისედაც აღარ არსებობს. რატომ უნდა ჩავაგდო თუნდაც ერთი დღე, პირველ ივნისსაც შემეძლო ობიექტი გამეხსნა, რადგან ყველა წესისა და რეგულაციის დაცვისთვის მზად ვართ. საქმე გვაქვს იმასთან, რომ რესურსი არ აქვთ შემოწმების, რადგან ვიღაცები გაიხსნენ და მეც ესე უნდა მოვიქცე. ინფორმაციული გაუგებრობაა, თუ ვერ მამოწმებენ, არ უნდა მეუბნებოდნენ რომ ობიექტები არ გავხსნა. უფრო დიდი ქვეყნებში, უფრო ორგანიზებულად მიმდინარეობს პროცესი“,- განმარტავს მაია სიდამონიძე.



აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავუკავშირდით კითხვით, უნდა შეამოწმონ თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა პირებმა ობიექტი გახსნამდე.  სახელმწიფო უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რესტორნები ჯერ ყველა რეგულაციის დაცვით უნდა გაიხსნას, რის შემდეგაც ინსპექტორების მიერ ეტაპობრივად მოხდება ობიექტების შემოწმება.

 

როგორც ჩანს აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის (15 05) ოპერატორებს ინფორმაცია არ აქვთ. „ტერასას“ მფლობელს 15 05 -ზე განუცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ რესტორანს გახსნიდნენ ობიექტს დააჯარიმებდნენ.

 

მას შემდეგ რაც ვესაუბრეთ ჯანდაცვის სამინისტროს და დავუზუსტეთ, რომ საქმე ეხებოდა სასტუმროს რესტორანს,საჯარო უწყების წარმომადგენელმა დაიწყო იმის გარკვევა  ხომ არ მოქმედებდა მათთვის სხვა რეგულაცია და  რა ნომრით შევიდა ზარი ცხელ ხაზზე. ასევე, რა ჰკითხა რესტორნის მფლობელმა ოპერატორს. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა „კომერსანტის“ ზარებს აღარ უპასუხა, მივიღეთ მხოლოდ ტექსტური შეტყობინება: „შეხვედრაზე ვარ!“.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში ზოგადად კომუნიკაციის პრობლემა და ინფორმაციის დეფიციტია, რის გამოც ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს კიდევ უფრო დიდი ზიანი ადგება.

 

„ცხელ ხაზზე ოპერატორები უნდა დაატრენინგონ​, როდესაც მეუბნებიან რომ უფლება არ მაქვს ობიექტის გახსნის, რადგან სასტუმროს რესტორანია მათთვის წვრილმანი შეცდომა ჩემი ბიზნესისთვის დამაზიანებელია, რადგან გამოდის რომ გუშინ შემეძლო რესტორნის გახსნა. იქით რომ მამოწმებენ რა ჰგონიათ, ვიტყუები? თუ ჰგონიათ გამართული სტრუქტურა აქვთ? ბიზნესის დახმარება თუ უნდათ დარეკონ და გაარკვიონ, გამოძიება კი არ უნდა ჩაატარონ. ფაქტია, რომ ადეკვატური კომუნიკაცია არ შეუძლიათ“,- განაცხადა მაია სიდამონიძემ.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up