ჯანდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნაზე: სახელმწიფო ვალდებულია მედიკამენტები მარაგის სახით ჰქონდეს

ჯანდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნაზე: სახელმწიფო ვალდებულია მედიკამენტები მარაგის სახით ჰქონდეს

access_time2020-01-11 13:27:00

C ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებულ პროგრამას ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიოში სამაგალითო უწოდეს. 

ამასთან, აუდიტის დასკვნის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მედიკამენტები მარაგის სახით ჰქონდეს და ეს საპროგნოზო მაჩვენებელს სრულიად აკმაყოფილებს. საუბარია დაახლოებით 2000 პაციენტისთვის მორჩენილ საჭირო მედიკამენტზე. 

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 58 000 ადამიანმა დაასრულა მკურნალობა, 98,7 პროცენტი განკურნების ეფექტით და ეს არის საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა. 

მისი ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლისთვის პროგნოზირებული გეგმის შესასრულებლად სავარაუდოდ, კიდევ ორი-სამი წელი იქნება საჭირო და ეს კრიტიკის საგანი არ უნდა გახდეს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით,  მსოფლიომ 2030 წლისთვის დაგეგმა, რომ 90 პროცენტი, 71 მლნ ადამიანი, ინფიცირებული გამოავლინოს და უმკურნალოს. პირველადი ჩვენი პროგნოზით, ეს გეგმა გვქონდა 2020-ში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით კიდევ დაგვჭირდება ორი-სამი წელიწადი. ეს არ უნდა იყოს კრიტიკის საგანი. აქ ჩვენ ყველა, პოზიცია და ოპოზიცია უნდა ვიყოთ ერთად, რადგან უპრეცედენტო პროგრამაა და ადამიანების ჯანმრთელობას ეხება. ამ პროგრამამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და პრევენცია მოახდინა უმძიმესი დაავადებების განვითარების. აქ ყველამ ერთი პოზიციით უნდა შევხედოთ ამ საკითხს და ერთმანეთს დავეხმაროთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, გამოკვლეულია მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, მკურნალობაში ჩართულია 65 000 ადამიანი.

 „58 000 ადამიანმა დაასრულა მკურნალობა, 98,7 პროცენტი განკურნების ეფექტით. ეს გახლავთ საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა, რადგან მკურნალობაში ჩართულ 65 000 ადამიანს, მათ შორის, ვინც დაასრულა, საუბარია 58 000-ზე, აღარ განუვითარდება ღვიძლის კიბო, აღარ განუვითარდება ღვიძლის ცეროზი და იცოცხლებს დაახლოებით 15-20 წლით მეტს, ვიდრე ეს დაავადებები რომ განვითარებულიყო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს გახლავთ უპრეცედენტო მიღწევა საქართველოს ჯანდაცვის და ამ თვალსაზრისით, საქართველო განიხილება მთელ მსოფლიოში, როგორც სამოდელო ქვეყანა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, დონორმა ქვეყნებმა მედიკამენტების მოწოდება შეგვიზღუდონ, ან პროგრამა ჩავარდეს, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია. 


თეგები:
ჯანდაცვა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up