ჯანდაცვის სამინისტრო 80-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს

ჯანდაცვის სამინისტრო 80-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს

access_time2019-10-07 12:47:38

TV „ფორმულა ნიუსის“ ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროდან 80-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათი ინფორმაციით ჯანდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებულთაგან ზოგმა თანამდებობა უკვე დატოვა, ნაწილი სამსახურს 22 ოქტომბრამდე ინარჩუნებს. წმენდაში, რომელიც ახალმა მინისტრმა მოულოდნელად დაიწყო, ძირითადად დავით სერგეენკოს კადრები მოხვდნენ, გაათავისუფლეს რამდენიმე დეპარტამენტის უფროსი.

 

ცვლილებები შეეხება უწყებაში არსებულ თითქმის ყველა დეპარტამენტსა და მათ ხელმძღვანელებს. გათავისუფლება, სავარაუდოდ, შეეხებათ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ ადამიანებსაც. გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტროს დატოვება მოუწევს თანამშრომელთა კიდევ ერთ კატეგორიას - მათ, ვისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებსაც „ქართული ოცნების ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბათ. „ფორმულანიუსის ინფორმაციით, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა შორის არის მმართველი პარტიის ყოფილი წევრის, გია ჟორჟოლიანის ძმა.

 


ჯანდაცვის სამინისტროში მასშტაბურ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს განმარტებებს არ აკეთებენ. პრესსამსახურის განმარტებით, უწყებაში რეორგანიზაცია ივლისში  დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდება.





„მინიონები“ ფილიალებს ხურავს - პანდემიის პირობებში კომპანიას ბანკმა სესხის გადაუხდელობის გამო შენობა დაათმობინა

 „მინიონები“ ფილიალებს ხურავს - პანდემიის პირობებში კომპანიას ბანკმა სესხის გადაუხდელობის გამო შენობა დაათმობინა
access_time2020-07-10 14:45:35
საბავშვო გასართობი ცენტრი „მინიონები“დახურვის პირასაა. ცენტრი, რომელიც პანდემიამდე სამ ფილიალს მართავდა, ერთ-ერთი მსხვილი ბანკის პროცენტის გადაუხდელობის გამო იძულებული გახდა ერთი ფილიალი საფინანსო ინსტიტუტისთვის დაეთმო.   საბავშვო გასართობი ცენტრებისთვის რეგულაციები და მუშაობის სრულად განახლების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. როგორც „მინიონების“ მარკეტინგის განყოფილებაში განმარტავენ, ამ სფეროში მუმუშავე რამდენიმე კომპანიამ ერთობლივად უკვე მიმართა შესაბამის...

გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს

გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს
access_time2020-07-10 12:30:27
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ. „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა...“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ipn.ge

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე მონიტორინგის შედეგები საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს გაუგზავნა

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე მონიტორინგის შედეგები საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს გაუგზავნა
access_time2020-07-10 10:50:20
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე განხორციელებული სამართლებრივი დასკვნა და მონიტორინგი საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს უკვე მიაწოდა, რათა გაცნობილ ყოფილიყო საქმის ირგვლივ ალტერნატიული დასკვნები და შეხედულებები. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა. მისი ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგები, ასევე მიეწოდა უზენაეს სასამართლოში ამავე საქმეზე დანიშნულ მოსამართლეს, მირანდა ერემაძეს, რომელმაც საქმის წარმოებაში...

ვეცდებით პირველი სამი თვე ფასები არ გავზარდოთ -  „Snap Fitness Georgia“  პირველ ეტაპზე ორ ფილიალს გახსნის

ვეცდებით პირველი სამი თვე ფასები არ გავზარდოთ -  „Snap Fitness Georgia“  პირველ ეტაპზე ორ ფილიალს გახსნის
access_time2020-07-10 13:25:20
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „Snap Fitness Georgia“, სპორტული დარბაზში ახლა სპეციალისტებს ელოდებიან, რომლებიც გადაწყვეტენ გაიხსნება თუ არა ფიტნეს კლუბი. „Snap Fitness Georgia“-ს დირექტორი სოფო სოლოღაშვილი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე ორ, ყაზბეგის და ცინცაძის ფილიალებს გახსნიან,...

ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გამო საერთაშორისო კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ

ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გამო საერთაშორისო კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ
access_time2020-07-10 10:00:28
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოს ფარმაცევტული ბაზარზე პირდაპირი წარმომადგენლობა დახურა ისეთმა უმსხვილესმა საერთაშორისო კომპანიებმა როგორიცაა Glaxo, Sandoz, astellas pharma. ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ფარმაცევტული...


მსგავსი სიახლეები

up