ჯანდაცვის სამინისტრო: 16 წლის ლუკა ფოფხაძის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო დაწესებულებებს და ექიმებს ერთდროულად ეკისრებათ

ჯანდაცვის სამინისტრო: 16 წლის ლუკა ფოფხაძის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო დაწესებულებებს და ექიმებს ერთდროულად ეკისრებათ

access_time2019-09-02 19:00:31

რეანომობილის გაუმართაობის გამო, 41 დღის განმავლობაში კომაში მყოფი 16 წლის ლუკა ფოფხაძე დღეს გარდაიცვალა.  მოზარდის ისტორია დღეს ყველამ კარგად იცის. ოჯახის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ  საქართველოს ჯანდაცვის სისტემას რომ გამართულად ემუშავა ბავშვი გადარჩებოდა. სწორედ  პაციენტის კატასტროფის მანქანით ტრანსპორტირებისას წარმოშობილი სამედიცინო ხარვეზების შედეგად ვითარება რადიკალური გახდა - მოზარდს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, რის გამოც მას  ტვინი გაეთიშა.


ერთი შეხედვით მარტივი ტექნიკური პრობლემის გარდა,  სხვა სირთულეებიც დაფიქსირდა, რასაც საბოლოოდ ჯანდაცვის სისტემასთან მივყავართ. ამიტომ დღეს „კომერსანტი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.


კითხვაზე - ვის ეკისრება მოზარდის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას? - უწყებამ სამედიცინო დაწესებულებები და ექიმები დაასახელა, თუმცა ბოლოს აღიარა, რომ პასუხისმგებლობა სამინისტროსაც ეკისრება:


„აქ გამოიკვეთა  სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა. ისინი სამინისტროს  მხრიდან ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ. ასევე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ექიმებსაც, რომლებიც იმ პაციენტს ემსახურებოდნენ. უახლოეს მომავლში, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში, მათი საკითხი  პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილება და გადაწყდება ვის რა სახის სასჯელი შეეფარდება. ეს შესაძლოა იყოს გარკვეული დროით  საექიმო საქმიანობის შეჩერება, ან სამუდამოდ საექიმო უფლების შეჩერება“,- განმარტავს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ კაპანაძე.


როგორც ზაალ კაპანაძე გვიამბობს,  პასუხისმგებლობა ეკისრება  ყველა სამედიცინო დაწესებულებას და ექიმს, რომელიც იმ ღამეს მოზარდს მკურნალობდა:


„ თავის დროზე ბავშვი ხერხემლისა და კიდურების ტკივილის სიმპტომების გამო გადაიყვანეს ამბოლაურში, რაიონული ჯანდაცვის ცენტრში. აქ ადგილზე ვერ მოხდა მოზარდის შესაბამისი მართვა, ამიტომ ცენტრს დაეკისრა პასუხისმგებლობა. შემდეგ ნათესავების დაჟინებული მოთხოვნა იყო მოზარდის თბილისში გადაყვანა და გამოიძახეს ლენტეხის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კატასტროფის ბრიგადა (მოგეხსენებათ, იმ პერიოდისთვის ამბროლაურს რეანომობილი არ ემსახურებოდა).



გადაადგილების პერიოდში კი ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა.  თავად კატასტროფის ბრიგადაშიც გარკვეული სამედიცინო აპარატურის  ტექნიკური ხარვეზი გამოიკვეთა. კერძოდ, ბავშვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება დროულად ვერ მოხდა და ამიტომ მას მექანიკურად მართავდნენ. შემდეგ გადაიყვანეს დროებით ტყიბულის „ევექსის“ კლინიკაში, საიდანაც 4 საათში ქუთაისში, ცხაკაის სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენტული მედიცინის ცენტრში მოათავსეს. ყველა ამ დაწესებულებაში  გარკევული დარღვევები დაფიქსირდა - პაციენტის მართვასთან დაკავაშირებით, ჩანაწერებთან მიმართებაში... ასევე გამოიკვეთა უკანონო საექიმო საქმიანობა“.


იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში დარღვევები გამოიკვეთა და დაფიქსირდა პროფესიული დანაშაულის ფაქტებიც, ნიშნავს თუ არა ეს თავად ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობას? ეკისრება თუ არა ასეთ დროს პასუხისმგებლობა უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროს ? - ამ კითხვას ზაალ კაპანაძე შემდეგს პასუხობს:


„დიახ, ჯანდაცვის სამინისტრო  პასუხისმგებლობას იღებს გაუმართავობის გამო. უწყების უშუალო და  პირდაპირი მოვალეობაა, რომ  გაუმართავ სალიცენზიო და სანებართვო პირობებთან დაკავშირებით განახორციელოს მონიტორინგი. გიდასტურებთ რომ სამინისტრო სისტემატურად ახორციელებს ასეთი ტიპის მონიტორინგს , თუმცა არის შემთხვევები, როცა ასეთი რაღაცები მაინც ხდება. ალბათ კანონმდებლობაშიც ხარვეზებია, რადგან არაა შესაბამისად მოქნილი. ვგულისხმობ იმას, რომ  სამინისტრომ სრულად მოიცვას ამ ბრიგადების გადამოწმება. საქმე იმაშია, რომ ლიცენზიის გაცემისას ისინი პირობებს აკმაყოფილებენ, მაგრამ რადგან მუდმივი დაკვირვების ქვეშ არ არიან, სამედიცინო დაწესებულებები ხშირად ზოგავენ და არ აგზავნიან გამოძახებაზე. ერთი სიტყვით, 16 წლის ლუკა ფოფხაძის გარდაცვალებაზე პასუხისმგებობა ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო დაწესებულებებს და ექიმებს ერთდროულად ეკისრებათ“.


გამოსავალს ზაალ კაპანაძე საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგის გამკაცრებაში  ხედავს:


„პრობლემის აღმოსაფრქველად საჭიროა უფრო მასშტაბური და სისტემური გახდეს. ასევე საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რათა ის ცარიელი სივრცე შეივსოს, ანუ იმ ნაწილის კონტროლის სავალდებულო გახდეს, რომელიც დღეს არ კონტროლდება“.


შეგახსენებთ, 16 წლის მოზარდი ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 20 ივლისს მიიყვანა. მალევე გამოიძახეს რეანომობილი, რომელსაც ბიჭი ქუთაისში უნდა წაეყვანა. თუმცა, ვინაიდან რაჭაში რეანომობილები არ არის, მანქანა  ლენტეხიდან წამოვიდა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა. ამასთან, გზაში რეანომობილის აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა და პაციენტს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, რამაც მისი გულ-ფილტვის გაჩერება გამოიწვია. ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება სწორედ ამან გამოიწვია.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მთავრობის გადაწყვეტილებით ემერჯენსის (სასწრაფო დახმარება) მიმართულებით ამოქმედდა რეგულაციები და მისი იმპლემენტაციაც უკვე დაწყებულია.


ტრაგიკული ფაქტის შემდეგ, ოფიციალურად რეანომობილით მომსახურება  ამბროლაურის რაიონში ხელმისაწვდომი გახდა.


ამ თემის შესახებ  : https://commersant.ge/ge/post/katastrofis-pediatriuli-brigadebis-arasakmaris-raodnebas-bavshvebis-sicocxle-ewireba



სალომე ლემონჯავა





„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“

„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“
access_time2021-01-26 15:50:41
ბიზნეს სექტორი ეკონომიკის გახსნას ითხოვს. ივა ჭყონიას შეფასებით, ბიზნესის მრავალი სექტორი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათ არ იციან მომავალში როგორ შეიძლება ფუნქციონირება აღადგინონ. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, თუ მთავრობა მარტამდე რეგულაციების შემსუბუქების ან მოხსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს მცირე და საშუალო ბიზნესის ბევრი წარმომადგნელი გაკოტრდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯომარე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება
access_time2021-01-26 13:00:01
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო სამდღიანი ვებინარი ტარდება.ვებინარი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის...

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება
access_time2021-01-26 14:40:19
Hyatt-ი საქართველოში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას გეგმავს.საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ინფორმაციით, უკვე გაფორმდა შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება ბათუმში, ზღვის სანაპიროზე , სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას ითვალისწინებს. 180-ნომრიანი სასტუმრო 2025 წლისთვის უნდა გაიხსნას. აღსანიშნავია, რომ Hyatt Centric-ის ბრენდი პირველად შემოდის საქართველოში, ევროპის მასშტაბით კი ეს...

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ
access_time2021-01-26 12:55:00
თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგი დასჯადი გახდება

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგი დასჯადი გახდება
access_time2021-01-26 19:00:34
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს კრიპტოვალუტის უკანონო მომპოვებლების წინაამღდეგ სანქციების გამკაცრების და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების თაობაზე კანონპროექტი წარუდგინა. აფხაზი ენერგეტიკოსები იმედოვნებენ, რომ ეს ზომა ნაწილობრივ მაინც შეამცირებს ვირტუალური ვალუტის მოპოვებას, რომელიც რესპუბლიკის ენერგოსისტემას ანგრევს და მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარებით...


მსგავსი სიახლეები

up