ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ანაფილაქსიური შოკი იშვიათი შემთხვევაა და ვცდილობთ, სიფრთხილის გამოჩენით მსგავსი შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ანაფილაქსიური შოკი იშვიათი შემთხვევაა და ვცდილობთ, სიფრთხილის გამოჩენით მსგავსი შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ

access_time2021-03-23 14:10:00

ანაფილაქსიის შემთხვევები, რაც არის ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქცია ვაქცინის კომპონენტზე, დაფიქსირდა სხვა ვაქცინის გაკეთების დროსაც, საუბარია MRNA ვაქცინებზე, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მაგალითად, აშშ-ში. თუმცა ეს ძალიან იშვიათია, დაახლოებით 2-4 შემთხვევა მილიონში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სუმია სვამინათანმა განაცხადა.


მისივე თქმით, პირველ რიგში, საჭიროა, რომ ვაქცინაცია ჩატარდეს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა.


„შესაძლოა, ეს შემთხვევა სხვა ვაქცინების გაკეთების დროსაც დაფიქსირდეს. აღნიშნული შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად უპირველეს ყოვლისა, საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ ვაქცინაცია აუცილებლად ჩატარდეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არის მედპერსონალი და ხელმისაწვდომია საჭირო მედიკამენტები, რათა დახმარება აღმოეჩინოს პირს, რომელსაც განუვითარდა ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკი. როგორც წესი, როდესაც ასეთი შემთხვევა ხდება, ამის მკურნალობა შესაბამისად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში არის შესაძლებელი“, – განაცხადა სუმია სვამინათანმა.


ამასთან, როგორც სვამინათანი აცხადებს, აუცილებელია, რომ ყველა ვაქცინირებული დაკვირვების ქვეშ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იყოს.



„მეორე საკითხია, რომ ყველა ვაქცინირებული იყოს დაკვირვების ქვეშ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ანაფილაქსიის ისტორია აქვთ. მათ მედიკოსების მხრიდან განსაკაუთრებული დაკვირვება სჭირდებათ. ვფიქრობ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის შეტყობინება, რომ ეს არის ძალიან, ძალიან იშვიათი შემთხვევაა და რომ ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ მსგავსი შედეგები სიფრთხილის გამოჩენით. აცრის შემდეგ ადამიანები იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ და სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ხელმისაწვდომია აუცილებელი მედიკამენტები იმ პირების სამკურნალოდ, ვისაც ალერგიული რეაქცია განუვითარდება. მნიშვნელოვანია, ადამიანები დავარწმუნოთ, რომ „კოვიდ-19“-ის პრევენციის სარგებელი ბევრად აღემატება ვაქცინაციის რისკებს“, – განაცხადა სუმია სვამინათანმა.



1tv.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up