ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორი - ევროპაში მომავალ ზამთარს კორონავირუსის მეორე, უფრო მომაკვდინებელი ტალღაა მოსალოდნელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორი - ევროპაში მომავალ ზამთარს კორონავირუსის მეორე, უფრო მომაკვდინებელი ტალღაა მოსალოდნელი

access_time2020-06-08 16:34:41

ძალიან შეშფოთებული ვარ მეორე ტალღის გამო – შემოდგომით, ჩვენ შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა, სეზონური გრიპისა და წითურის კიდევ ერთი ტალღა ვიხილოთ ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ექიმმა ჰანს კლუგემ გამოცემა „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.


მისი თქმით, ევროპული ქვეყნები უნდა მოემზადონ კორონავირუსის მეორე მომაკვდინებელი ტალღისთვის, რადგან „კოვდ-19“-ის პანდემია დასრულებული არ არის. მისი თქმით, „ახლა არა ზეიმის, არამედ მზადების დროა“.


ექიმი კლუგე აცხადებს, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია კორონავირუსის შემთხვევების კლება არ ნიშნავს, რომ პანდემია დასასრულს უახლოვდება. მისი თქმით, ევროპაში ეპიდემიის ეპიცენტრს რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილი წარმოადგენს. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მზარდია რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსსა და ყაზახეთში.


იგი ქვეყნებს ურჩევს, აღნიშნული დრო გამოიყენონ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემები გააძლიერონ, ასევე გაზარდონ საავადმყოფოების, ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესაძლებლობები.



„სინგაპურმა და იაპონიამ დასაწყისშივე გააცნობიერეს, რომ ახლა არა ზეიმის, არამედ მზადების დროა. სწორედ ამას აკეთებენ სკანდინავიური ქვეყნები – ისინი არ გამორიცხავენ მეორე ტალღას, თუმცა იმედოვნებენ, რომ მის ლოკალიზებას და სწრაფად გადალახვას შეძლებენ“, – განაცხადა კლუგემ.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ინტერვიუში განაცხადა, „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა შესაძლოა, სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიებს დაემთხვეს.


„ძალიან შეშფოთებული ვარ მეორე ტალღის გამო – შემოდგომით, ჩვენ შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა და სეზონური გრიპისა და წითურის კიდევ ერთი ტალღა ვიხილოთ. ორი წლის წინ ჩვენ გვყავდა 500 ათასი ბავშვი, რომლებსაც წითურის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.


„ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ პანდემიების დროს ქვეყნებს, რომლებიც არ დაზარალდნენ ადრეულად, შესაძლოა, მეორე ტალღა დაატყდეთ თავს“, – ამბობს ჰანს კლუგე „ტელეგრაფთან“ საუბარში.


ექიმი კლუგეს თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის ან ვაქცინის არარსებობა ნიშნავს, რომ შეზღუდვების ნებისმიერი მოხსნა უნდა მოხდეს სიფრთხილით და ეტაპობრივად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის თქმით, პანდემიამ დაანახა მსოფლიოს, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტი.


„ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ჯანდაცვა ეკონომიკური კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალაა, თუმცა სინამდვილეში, სადაც არ არის ჯანმრთელობა, არ არის ეკონომიკა“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.


„ეს არის გაკვეთილი, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვა იმსახურებს ადგილს დღის წესრიგის სათავეში“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up