ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი - თანადგომა, თანადგომა, თანადგომა-ამას გავიმეორებთ ყოველდღე, თუ ერთიანი არ ვიქნებით, ვირუსი ჩვენს შორის ნაპრალებიდან გაჟონავს, ადამიანები დაიღუპებიან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი - თანადგომა, თანადგომა, თანადგომა-ამას გავიმეორებთ ყოველდღე, თუ ერთიანი არ ვიქნებით, ვირუსი ჩვენს შორის ნაპრალებიდან გაჟონავს, ადამიანები დაიღუპებიან

access_time2020-04-28 12:21:57

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა (WHO) კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გააფრთხილა ქვეყნები, რომ კორონავირუსის პანდემია დიდხანს არ დასრულდება.


„პანდემია დასრულებისგან შორს არის, ჩვენ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა და ბევრი საქმე გვაქვს. მე კვლავ მოვუწოდებ მსოფლიოს სოლიდარობისკენ და ეროვნული ერთობისკენ, რათა დავუპირისპირდეთ ამ პანდემიას, მაგრამ ასევე აღვკვეთოთ სხვა პანდემიებიც და ავაშენოთ უფორ ჯანსაღი, უსაფრთხო სამყარო ყველასთვის და ყველგან. ეროვნული ერთობა გლობალური თანადგომის საძირკველია. თანადგომა, თანადგომა, თანადგომა - აი ამას გავიმეორებთ ყოველდღე. თუკი ჩვენ არ ვიქნებით ერთიანნი, ვირუსი ჩვენს შორის ნაპრალებიდან გაჟონავს და ქაოსს შექმნის. ადამიანები დაიღუპებიან. ჩვენ ამ ვირუსს დავამარცხებთ მხოლოდ ერთიანობით ეროვნულ დონეზე და სოლიდარობით გლობალურ დონეზე“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.


მან ასევე შეშფოთება გამოხატა იმ უარყოფითი შედეგების გამო, რაც პანდემიას ჯანდაცვის სერვისების, განხორციელებაზე, განსაკუთრებით კი ბავშვთა ჯანდაცვაზე აქვს.



გებრეიესუსის ინფორმაციით, პანდემიის გამო საზღვრებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა უკვე 21 ქვეყანაში სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინების უკმარისობა გამოიწვია.მისი განცხადებით, საჰარის უდაბნოს სამხრეთ რეგიონში შეიძლება მალარიის შემთხვევების რიცხვი გაორმაგდეს.


ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, მსოფლიოში ვაქცინაციის 14 კამპანია გადაიდო, რომელსაც 13 მილიონზე მეტი ადამიანი უნდა მოეცვა. გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია, რომელიც ვერ ჩატარდა, მიმართული იყო პოლიომიელიტის, წითელას, ქოლერას, პაპილომავირუსის, ყვითელი ცხელებისა და მენინგიტის წინააღმდეგ.


„როდესაც ვაქცინაციის პროცესი ვერ ხორციელდება, მეტი ეპიდემია ჩნდება, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში წითელა და პოლიომიელიტი. ტრაგიკული რეალობაა, რომ ამის შედეგად ბავშვები დაიღუპებიან“, - განაცხადა მან.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up