ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შესაძლოა წვრილი სიგარეტების აკრძალვის რეკომენდაცია გასცეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შესაძლოა წვრილი სიგარეტების აკრძალვის რეკომენდაცია გასცეს

access_time2016-06-26 12:07:11

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს რეკომენდაციების შემუშავებას წვრილი სიგარეტების აკრძალვის შესახებ. ორგანიზაციის ერთერთი სამუშაო ჯგუფის დოკუმენტებზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.


მასალებში, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩარჩო კონვენციის მონაწილეთა კონფერენციისთვის ამზადებს, აღნიშნულია, რომ სიგარეტების დიზაინის ისეთი ელემენტები, როგორიცაა მაგალითად პატარა დიამეტრი, ზრდის თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობას და ამიტომ აკრძალული უნდა იყოს. რეკომენდაციები ასევე ეხება ფილტრის შიგნით არომატიზირებულ კაფსულებს.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუშა ჯგუფი შეშფოთებულია თამბაქოს ნაწარმის მუდმივი მოდიფიკაციით, რაც ამ პროდუქციის მომხიბვლელობის გაზრდას ემსახურება. 

 


„კვლევებმა აჩვენა, რომ ნაწარმის მახასიათებლებს და დიზაინის ამ ელემენტებს შეუძლია მწეველები ამ პოტენციური მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს და გავლენა მოახდინოს თამბაქოს მოხმარებისადმი მათ აღქმაზე, მიდგომებსა და ცოდნაზე,“– ნათქვამია მოხსენების პროექტში.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინადადებებს, რომლებიც მოწევის მომხიბვლელობის შემცირებას ემსახურება, რეკომენდაციების ხასიათი აქვს, თუმცა ბევრი ქვეყანა ცვლის საკუთარ კანონმდებლობას სწორედ ამ რეკომენდაციების შესაბამისად. 


ზოგადად, მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. მაგალითად რამდენიმე კვირის წინ ევროპულმა სასამართლომ (ECJ) უარი თქვა თამბაქოს კომპანიების სარჩელის განხილვაზე და კანონიერად მიიჩნია ხელისუფლების მოთხოვნა, რომლის თანახმად სიგარეტის რეალიზაცია სპეციალურ, უნიფიცირებული დიზაინის შეფუთვაში უნდა მოხდეს. 

 

ECJ–ის გადაწყვეტილებით, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა და რომლის გადაწყვეტილებებიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ევროკავშირის ტერიტორიაზე სიგარეტები უნდა გაიყიდოს სტანდარტულ კოლოფებში, რომელთა ფართობის 65%–ზეც უნდა იყოს განთავსებული გაფრთხილება მოწევის მავნებლობის შესახებ.  სიგარეტის ახალი კოლოფები შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რომ ახალგაზრდობა დაცული იქნას ამ მავნე ჩვევისგან. კოლოფები ერთნაირი იქნება, ყოველგვარი საფირმო ფერებისა და მწარმოებელთა დასახელების გარეშე.

 




მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით: ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით:  ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად
access_time2019-08-20 16:30:56
  პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით სილქროუდ ჯგუფი ავრცელებს საჯარო განცხადებას. “კომერსანტი გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: „რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა 8 საჯარო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და მოვისმინეთ მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე შეხვედრა...


მსგავსი სიახლეები

up