ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ - რა კითხვებს დაუსვამენ ექიმები ეკატერინე ტიკარაძეს

ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ - რა კითხვებს დაუსვამენ ექიმები ეკატერინე ტიკარაძეს

access_time2020-02-03 10:00:22

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებისთვის  520-ე დადგენილება ორი თვეა ამოქმედდა. რეფორმამ კლინიკებს და პაციენტებს პირველადი უარყოფითი შედეგი უკვე მოუტანა. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვენ. დეპუტატებთან ერთად ეკატერინე ტიკარაძისთვის კითხვების დასმას ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებიც გეგმავენ. „კომერსანტი“ დაინტერესდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რა კითხვებს დაუსვამენ თეთრ ხალათიანები მინისტრს, რომლის მიერ გატარებულ პირველივე რეფორმამ სამედიცინო სფერო წარმომადგენლების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

 

რუსუდან ლაგვილავა - „ჰელსიკორი“- ის დირექტორი

 

„ყველა სხვა საკითხს თავი რომ დავანებოთ, ერთ კონკრეტულ ოპერაციაზე მაქვს კითხვა. არის ესეთი ოპერაცია, რომელსაც ჰქვია თავის სარქველის ოპერაცია  და რომელიც მხოლოდ ჩვენთან ტარდება. სარქველი, რომელიც ამ ოპერაციის დროს გამოიყენება 24 000 დოლარი ღირს. ჯანდაცვის სამინისტრომ ეს სერვისი 12 000 ლარად შეაფასა და გვითხრა რომ პაციენტს თანხა არ უნდა დავამატებინოთ. ძალიან მაინტერესებს ამ შეკითხვაზე რა პასუხს გამცემს ქალბატონი ეკატერინე. 24 000 დოლარიანი სარქველი როგორ გავაკეთოთ 12 000 ლარად?“

 

ზვიად ბახუტაშვილი - აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

 


„ჩვენი ძალზედ კრიტიკული პოზიციების შემდეგ, პრემიერის თხოვნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც პრობლემური საკითხები უნდა განგვეხილა. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, თუმცა 10 იანვრის შემდეგ არაფერი მომხდარა. ჩვენ ვამბობთ, რომ კონკრეტული მანიპულაციები დადგენილ ფასებში ვერ ეტევა. როდესაც პირად საუბრებში არსებულ არგუმენტებს ვიშველიებთ, სამინისტროს წარმომადგენლები თითქოს გვეთანხმებიან, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვლილა და რა უნდა უნდა ვკითხო ახლა ტიკარაძეს? არანაირი კითხვა არ მაქვს.  ფაქტია რომ პროცედურები ვაი-ვაგლახით დადგენილ ტარიფებში ეტევა, მაგრამ ზოგიერთი კატეგორიულად თანხაში ვერ ეტევა. კითხვაზე, რატომ არ იყო აქამდე ესეთი დაბალი ფასი, იმიტომ რომ თანხები დარგის განვითარებაშია ჩადებული, ხომ გვინდა, რომ მედიცინა 21- ე საუკუნეს არ ჩამორჩეს?“

 

კახაბერ ეცადაშვილი - „საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის“ პრეზიდენტი

 

„მინისტრთან ერთადერთი კითხვა მაქვს, დაპირებული ცვლილება ძალაში როდის შევა? თვითონ სამინისტრომაც აღიარა, რომ ფასწარმოქმნაში შეცდომა იყო დაშვებული და თქვეს, რომ დეფიბრილატორების და პეისმეიკერების ანაზღაურება ფაქტობრივი დანახარჯით უნდა მოხდეს. 10 იანვარს დაგვპირდნენ რომ ყველაფერი გამზადებულია ხელმოსაწერად და ცვლილებების შესატანად და დღემდე არაფერი ხდება დაველოდებით როდის შევა ეს დაპირება ძალაში. არითმოლოგიური სამსახური ამ რეფორმის პირობებში ვერ იმოქმედებს, გვრჩება ერთ კამერიანი სტიმულატორი და რესინქრონიზატორი დეფიბრილატორის გარეშე, ეს ემსახურება ჩვენი პაციენტების 20 პროცენტს, 80 პროცენტს ამ დანადგარებით მომსახურებას ვერ გავუწევთ“.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up