გადაწყვეტილება მიღებულია და პირველ რიგში კორონავირუსის ვაქცინას სამედიცინო სექტორი მიიღებს, პრიორიტეტული ჯგუფები ამ სექტორშიც გამოყოფილია, რომლებიც უშუალოდ შემხებლობაში შეიძელება იყოს ინფექციის გავრცელებასთან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ რიგში აიცრებიან ასევე ასაკოვანი ჯგუფები, რადგან ამ ჯგუფში მაღალია ლეტალობა.
„ეტაპობრივად მერე ჩვენ გადავდივართ იმ ჯგუფებზე, რომლებიც არიან შედარებით ახალგაზრდა ჯგუფები, მაგრამ არიან ქრონიკული დაადადებების მატარებლები. სწორედ ასეთი საფეხურებით ხდება მოსახლეობის ვაქცინაცია. ეს იქნება ეტაპობრივი პროცესი, თუმცა აუცილებლად თანმიმდევრული“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
imedinews.ge