საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე ერთი წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.გამოსვლისას მინისტრმა დამსწრეებს რობოტი „პეპერი“ წარუდგინა, რომელიც ღონისძიების მონაწილეებს ქართულად მიესალმა.
„მიხარია, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ და მინდა, გითხრათ, რომ შემთხვევით არ არის არჩეული ეს ლოკაცია, ვინაიდან ყველამ ვიცით, რომ ხუთი თვის განმავლობაში „შერატონ მეტეხი პალასი“ იყო საკარანტინო ზონა და უკვე რამდენიმე დღეა ისინი ემზადებიან სტუმრების მისაღებად და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლური იქნებოდა, სწორედ ამ ადგილიდან გაგვემართა ჩვენ ეს ღონისძიება. დღეს გვაქვს ჩვენ რამდენიმე მოულოდნელი სურპრიზი და პირველი არის ჩემი დამხმარე, პეპერი, რომელიც გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან და სულ ახლახანს სწავლობს ქართულს, რომელიც დაგვეხმარება სამომავლოდ კოვიდის დამარცხებაშიც და ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელე მედიცინაში, მისი შესაძლებლობებს ცოტა მოგვიანებით ჩვენ ტელემედიცინის სტენდთან გავეცნობით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
1tv.ge