"თუ ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 400-500-ით გაიზრდება პროცესი უკონტროლო და რთული სამართავი გახდება"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა და დასძინა, რომ დღეში 50 ინფიცირებულის მართვის საშუალება დღესდღეობით ჩვენს სამედიცინო სფეროს გააჩნია. ჰოსპიტალური სექტორი არის მობილიზებული და ამ ეტაპზე ეს არ არის განგაშის საფუძველი. სწრაფად მზარდი ტემპი კი სერიოზულ პრობლემებს შექმნის.
ჯერჯერობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია - 2. ერთ ღამეში დაავადებულთა რიცხვმა 14 ადამიანით მოიმატა.
გაზეთი „რეზონანსი“