ჯანდაცვის მინისტრი:„ტარიფიკაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ევროკავშირთან მიმდინარეობს“

ჯანდაცვის მინისტრი:„ტარიფიკაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ევროკავშირთან მიმდინარეობს“

access_time2020-02-05 14:58:41

„უმთავრეს გამოწვევად რჩება მოსახლეობის ჯიბიდან მაღალი თანაგადახდა. სწორედ ამ რეალობამ დაგვანახა რეფორმების ახალი ტალღის საჭიროება, რომელიც სისტემას საყოველთაო ჯანდაცვიდან გადაიყვანს უნივერსალურ ხელმისაწვდომობაზე, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ხოლო ამ უფლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება. ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას და მოქალაქის ჯანმრთელობაში განხორციელებული ინვესტიცია ყოველწლიურად იძენს უპრეცედენტო მასშტაბს. ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ არის გაზრდილი და ამ ცვლილების დადებითი გავლენა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნო საკუთარ თავზე.


ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სამედიცინო სერვისების მოხმარება, ასევე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის ჯიბიდან მაღალი თანაგადახდა მაინც უმთავრეს გამოწვევად რჩება.


„საჭირო გახდა ახალი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის უფრო ეფექტურად ხარჯვაზე და მოსახლეობის გადასახდელი თანხების მინიმალიზებაზე იქნებოდა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ ჩვენ ვქმნით მოდელს, რომელიც დააბალანსებს სამედიცინო სექტორისა და პაციენტის საჭიროებებს - განაცხადა მინისტრმა.


მისივე თქმით, აღნიშნულმა განაპირობა დაფინანსების ახალი მექანიზმის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურების ტარიფების დადგენას და ისეთი ფასის წარმოქმნას, რომელიც პაციენტს თავიდან ააცილებს ჯიბიდან მაღალ თანაგადახდას, ამავდროულად დაწესებულებას მისცემს განვითარების და რეინვესტირების შესაძლებლობას.



„ბოლო პერიოდში საზოგადოებამ იხილა, რომ ჯანდაცვის აღნიშნულ რეფორმას სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მოჰყვა უკმაყოფილება. თუმცა მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო ერთპიროვნული, არამედ რეფორმა დაიგეგმა სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის კერძო სექტორის განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, თუმცა განვითარების გზა უპირველესად უნდა გადიოდეს პაციენტის ინტერესების დაცვაზე. მისივე თქმით, სამინისტრო მუდამ აცხადებს მზაობას დიალოგისა და დარგის წარმომადგენლებთან ერთად სამედიცინო სექტორში მიმდინარე საკითხების განხილვისთვის.


ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე უკვე დამტკიცებულია ახალი განფასება კარდიოქირურგიისა და რეანიმაციულ მომსახურებებზე. ტარიფიკაციის სრულად ამოქმედების შემდეგ, მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ყველა სამედიცინო მომსახურების ღირებულება, შესაბამისად, როგორც პაციენტისთვის, ისე დაწესებულებისთვის წინასწარვე იქნება ცნობილი მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები. რის შედეგადაც დაფინანსების პროცესი გახდება მეტად მიზნობრივი, გამჭვირვალე და სამართლიანი.


ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ევროკავშირთან.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up