ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნინო ბერძული განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნინო ბერძული განიხილება

access_time2021-12-23 10:50:46

ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთი რეალურ კანდიდატად ნინო ბერძული განიხილება. ამის შეასხებ ,,კომერსანტისთვის“ კულუარული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი. წყარო გვეუბნება, რომ ბერძული ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ წარადგინა.  



ცნობისთვის, ნინო ბერძული 2020 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრად და ქვეყნების ჯანდაცვის პროგრამების დირექტორად დაინიშნა. მანამდე იგი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის  მოადგილის თანამდებობას იკავებდა.



დოსიე: ნინო ბერძულს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,  სამკურნალო საქმე 1996 წელს; ემორის უნივერსიტეტი (ატლანტა, აშშ), 2004 წელს; ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია), საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი, კანდიდატი 2016 წელს.




1997-2002წწ. ქ. ქუთაისის N2 სამშობიარო სახლი, მეან-გინეკოლოგი; 2003-2004წწ. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის  ცენტრი, მეცნიერ-თანამშრომელი(ატლანტა, აშშ); 2004-2006წწ. ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე, ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა(თბილისი); 2006-2009წწ. USAID ევროპისა და ევრაზიის რეგიონალური რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა, დირექტორი(ვაშინგტონი, აშშ); 2009-2013წწ. ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი, უფროსი ტექნიკური მრჩეველი(ვაშინგტონი, აშშ); 2013-2015წწ. USAID დედათა და ბავშვთა და  რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამა, დირექტორი, ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი(თბილისი); 2015 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო სტატია, მონოგრაფია და სხვა სამეცნიერო პუბლიკაცია. 



2004 - ემორის უნივერსიტეტის დელტა-ომეგა ორდენი (ემორის უნივერსიტეტი, აშშ), საუკეთესო აკადემიური მიღწევებისათვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების დანერგვასა და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის.

 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up