21 იანვარს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია გაფიცულ სოციალურ აგენტებთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„უწყება მზად არის გაფიცულ თანამშრომლებთან დიალოგისა და მოლაპარაკების რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა, რისთვისაც მზაობა მეორე მხარემაც გამოთქვა.
ჯანდაცვის სამინისტროში საინიციატივო ჯგუფთან დაგეგმილი შეხვედრის მიზანი იმ კონკრეტული ნაბიჯებზე მსჯელობა იქნება, რომელიც შესაძლოა სამომავლოდ გადაიდგას.
სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზანია, დასაქმებულების შრომითი უფლებები და პირობები იყოს ადეკვატური და შესაბამისად, ის სერვისები, რომელიც ბენეფიციარებს მიეწოდებათ, იყოს ხარისხიანი.
ამ მიმართულებით უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების დ ასევე, სოციალური აგენტების შრომის ანაზღაურების მომატების შესახებ დოკუმენტი ძალაშია შესული“ – ნათქვამია ინფორმაციაში.