ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე “კომერსანტთან“ “ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის“ დეტალებს განმარტავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე “კომერსანტთან“ “ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის“ დეტალებს განმარტავს

access_time2019-07-18 09:00:11


ორი დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  ჯანდაცვის განახლებული პროგრამა წარადგინა —კერძოდ, ცვლილება შედის  ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში . შესაბამისად, პენსიონერებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად შეეძლებათ.


როგორც ცნობილია,  „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2017 წელს დაიწყო და მისი დაფინანსება 20 მლნ ლარით განისაზღვრა. თუმცა, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 14 ივნისის მდგომარეობით, დაახლოებით ხუთ თვეში პროგრამის ხარჯი 778.5 ათას ლარს შეადგენდა, რაც პროგრამის არაეფექტურ მუშაობად შეფასდა. სხვათა შორის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადაყენების ერთ-ერთ მიზეზად არაოფიციალურად  ეს პროგრამა დასახელდა.




რატომ ვერ იმუშავა 2 წლის წინ დაწყებულმა მედიკამენტების პროგრამა, მაშინ როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გამუდმედით წუხს წამლების გაზრდილ ფასებზე და რა იცვლება ახლა, აღნიშნულ თემაზე „კომერსანტს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესაუბრა.



მისნისტრის მოადგილე ჩვენთან საუბარში იმ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც მედიკამენტების პროგრამამ სრულოფილად ვერ იმუშავა. 


სახელმწიფო პროგრამა, მოსახლეობას ეხმარება ჯანდაცვის კუთხით ყველაზე მძიმე ფინანსური ტვირთის შემსუბიქებაში. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა უკვე 2 წელზე მეტია მოქმედებს, თუმცა, წინასწარი გათვლით, მოსალოდნელ მოსარგებლეებზე ნაკლები ადამიანი სარგებლობს, აქვე აღვნიშნავ, რომ  2017 წლის დასაწყისიდან დღემდე   დინამიკა გაზრდილია. ჩვენ ჩავატარეთ  დეტალური კვლევა, რომ გვენახა სად იყო სუსტი წერტილები. ძირითადად, ეს არის ინფორმაციის სწორი მიწოდება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ექიმის და პაციენტის კომუნიკაციაში ინფორმირებულობაა ამ პროგრამის შესახებ. ჩვენ ისედაც გვქონდა საინფორმაციო კამპანია, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ეს არის მნიშვნელოვნად გასაძლიერებელი,“— აცხადებს გაბუნია.




თამარ გაბუნიას განმარტებით, სამინისტრომ 2-3 თვის წინ ეს კამპანია უკვე ინტენსიური გახადა. იქნება საინფორმაციო კამპანია, სატელევიზიო რგოლი, განსაკუთრებით საჭიროა ოჯახის ექიმების ჩართვაც, რომლებიც გადამზადდებიან ქრონიკული დაავადებების მკურნალობის საკითხებში. 



როგორც გაბუნია აცხადებს, პროგრამის წარმარტებისთვის და იმისთვის, რომ ის ქმედითი იყოს, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობაც.


„პაციენტმა თუ არ გააცნობიერა, რომ წამლის მიღება საჭიროა მთელი ცხოვრება, რეგულარულად, ისე რთულია ამ პროგრამის ეფექტურობა,“-აცხადებს გაბუნია.


მისი განმარტებით, ბენეფიციარების რაოდენობა დღეისთვის 600 000-ს შეადგენს. აქედან,ქრონიკული დაავადებები დაახლოებით 150 000-200 000 ადამიანს აქვს.


გაბუნიას განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პროგრამა იყოს ეფექტური. ამაში შედის საინფორმაციო კამპანიის თანხაც.



ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ძირითადი ცვილილება, რაც პროგრამაში შევიდა, ასაკით პენსიონერებისთვის, შშმ პირებისთვის (მათ შრის ბავშვებისთვის) ფინანსური ბარიერის შემცირებას შეეხება. გაბუნიას ინფორმაციით, აქამდე ამ ჯგუფებს წამლის ღირებულების 50%-ის გადახდა უწევდათ, რადგან პროგრამა მხოლოდ ნახევარს ფარავდა.


გაბუნიას განმარტებით, ქრონიკული დაავადებების სია შესაძლოა საჭიროებისამებრ გაფართოვდეს, თუმცა, ამ დროსითვის ამის აუცილებლობა არ დგას.


„წლის ბოლომდე, როდესაც ამ პროგრამის შედეგები გვექნება, ვნახავთ მოხმარებას, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად სწავლობს იმ საჭიროებებს, რომლებიც არსებობს ამ კატეგორიისთვის. შესაძლოა ვიფიქროთ პროგრამის მექანიზმის გაუმჯობესებაზე, რათა მოხდეს უფრო მრავალფეროვანი სპექტრის მოცვა.“


რაც შეეხება პროცედურას, როგორ მოხდება აღნიშნული პროგრამით სარგებლობა გაბუნიას ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობა შედარებით გამარტივებულია - თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს.


სოფო ქსოვრელი 





ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა
access_time2019-12-07 12:00:03
სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან – გარ­და­იც­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის...

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე
access_time2019-12-07 11:00:08
მას შემდეგ, რაც გუდაურის საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ უამრავი სტუმარი მიიზიდა კურორტზე, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი...


მსგავსი სიახლეები

up