ზურაბ აზარაშვილი - თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მოსახლეობას მედიკამენტებზე ხარჯი შეუმცირდება, პასუხისმგებელი ვართ, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტები გაიყიდება

ზურაბ აზარაშვილი - თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მოსახლეობას მედიკამენტებზე ხარჯი შეუმცირდება, პასუხისმგებელი ვართ, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტები გაიყიდება

access_time2022-01-17 13:20:00

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნა ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი, კონკურენტული ფასებით წამლისა და მედიკამენტების იმპორტს საქართველოში.

მისივე თქმით, შედეგად მოსახლეობას მედიკამენტებზე ხარჯი შეუმცირდება.

„წამლების აღიარების სიაში თურქეთის შეტანას რაც შეეხება, ჩვენი გათვლებით, მოლოდინით, აღნიშნული ხელს შეუწყობს თურქეთიდან მაღალხარისხიანი, კონკურენტული ფასებით წამლისა და მედიკამენტების იმპორტს საქართველოში. ჩვენს მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე გაუიაფებს ხარჯს. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ ქვეყნიდან და ყველა სხვა იმპორტირებული ქვეყნიდან წამლების ხარისხის და ამასთან დაკავშირებული სერტიფიკატის, დოკუმენტაციის გადამოწმების, კონტროლის კუთხით. სრულად ვართ პასუხისმგებელი, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ფასები კონკურენტული იქნება.

რამდენიმე თვის წინ პრემიერის დავალებით, კონკურენციის სააგენტოს დაევალა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ბაზრის მოკვლევა, მიმოხილვა და ყველა იმ ნიუანსის გავლა, რაც შეიძლება, რომ მედიკამენტების გაიაფების კუთხით გაკეთებულიყო ქვეყანაში. ერთ-ერთი საკითხი იყო თურქეთის ბაზრის გახსნა. ასევე, მათ აქვთ დამატებით 13 რეკომენდაცია. ეს რამდენადაც ვიცი, საჯარო იყო, გამოქვეყნდა. პირველი ეტაპი, რაც ჩავთვალეთ, რომ სასწრაფოდ გასაკეთებელი იყო, ესაა თურქეთის ბაზრის გახსნა. რაც შეეხება 200 მედიკამენტს, ამ მედიკამენტების ჩამონათვალში არის მედიკამენტები, მაგალითად, თურქეთში რომ ღირს ხუთი ლარი, ხოლო საქართველოში სხვა ქვეყნის წარმოებული იგივე მედიკამენტი, იგივე ბრენდით დაახლოებით იყიდება ათჯერ მეტ ფასად. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე თურქეთში მიდიოდა, აბარებდნენ მედიკამენტებს და შემოჰქონდათ მცირე რაოდენობით, ჩანთებით. საქართველოში გასაყიდი ფასი ამ მედიკამენტებზე უნდა გაიაფდეს. სრულად არის გახსნილი თურქეთის ბაზარი და რა ხარისხსაც მოვითხოვთ იმპორტიორებისგან, შესაბამისი სერტიფიკატებით შემოვა მედიკამენტები. იქნება 200, 300 თუ 500 მედიკამენტი, ამას უკვე ბაზარი გვაჩვენებს. ჩვენ არ გაგვიხსნია კონკრეტული მედიკამენტებისთვის, გავხსენით თურქეთის ბაზარი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რაც შეეხებათ მედიკამენტების ადგილობრივ მწარმოებლებს, მინისტრმა განაცხადა, რომ ადგილობრივი მწარმოებლები ვალდებული არიან, შეესაბამებოდნენ gmp-სტანდარტებს. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, დაეხმაროს მათ სერტიფიკატის მიღებაში.


მინისტრი აღნიშნავს, რომ წამლის იმპორტის შემთხვევაშიც იმავე სერტიფიკატებსა და სტანდარტებს მოითხოვენ.

„პირველი იანვრიდან 2022 წლის ბოლომდე ადგილობრივი მწარმოებლები ვალდებული არიან, შეესაბამებოდნენ gmp-სტანდარტებს. ამ მიმართულებითაც ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და უკვე პრაქტიკულად ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, დაეხმაროს ადგილობრივ მწარმოებლებს სერტიფიკატის მიღებაში. ხელს შევუწყობთ, აწარმოონ ადგილობრივი პროდუქცია, ექსპორტზე გაიტანენ თუ ადგილზე გაყიდიან, შესაბამისი ხარისხი რომ იყოს. იმპორტს რაც შეეხება, კანონპროექტი მუშავდება და უახლოეს დღეებში შესაძლოა, გამოტანილი იყოს. იმპორტის შემთხვევაშიც აუცილებლად მოვითხოვთ იმავე სერტიფიკატებსა და სტანდარტებს, რაც მოითხოვება ადგილობრივი წარმოების დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა თანაბარ პირობებში იყვნენ როგორც ადგილობრივი მწარმოებლები, ისე იმპორტიორები“, – განაცხადა აზარაშვილმა.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up