ჯანდაცვის მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს შეხვდა

access_time2019-12-31 12:56:18

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს სამინისტროში უმასპინძლა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ექიმს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება პირადად მიულოცა.


მათივე ცნობით, ეკატერინე ტიკარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის და პირადად მისთვის, როგორც ექიმისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ, სხვადასხვა უწყების ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართა, რათა ეს დადებითი შედეგი დამდგარიყო.


„როგორც ამ დარგის წარმომადგენელი, აღვნიშნავ, რომ ექიმის პროფესია ხელშეუხებელია, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. დაუშვებელია ჰუმანიტარული თემების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება. ვაჟა ექიმის გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი მოვლენა და სასიხარულო ამბავი მთელი საზოგადოებისთვის. ჩვენ ერთად და წარმატებით გადავლახეთ ეს რთული პროცესი. ვაჟა გაფრინდაშვილი ნამდვილად არის თანამედროვეობის გმირი, მან ეს დაუმტკიცა მთელ ერს. ის ფაქტი, რომ დღეს თავის ოჯახთან ერთად ხვდება ახალ წელს არის ძალიან სასიხარულო, არამხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ ალბათ მთელი საქართველოსთვის. მან გაგვიზიარა თავისი იქ ყოფნის ეპიზოდები, რომელიც ნამდვილად იყო ძალიან რთული. იქაც არ მიუტოვებია საექიმო საქმიანობა და მოყვა თუ როგორ ზრუნავდა იმ პაციენტებზე და დაკავებულ პირებზე, რომლებიც ციხეში იმყოფებოდნენ“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.



ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო ის ერთიანობა და მხარდაჭერა, რაც მის პატიმრობას მოჰყვა.


„საკმაოდ დიდი ემოციური დატვირთვა იყო, თუნდაც ის 50 დღე რაც იქ გავატარე. თუმცა განსაკუთრებით ემოციური იყო ის გარემო, რაც ჩამოსვლის პირველი წუთიდანვე აქ დამხვდა. აბსოლუტურად არ ველოდი, რომ ასეთი ერთიანობა და მხარდაჭერა მექნებოდა, ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ვამაყობ, რომ ასეთები ვართ ქართველები როდესაც ერთად ვართ“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.


ipn.ge




შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია
access_time2020-09-19 14:45:19
„სააკაშვილმა მეკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით. ამავე დროს, არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად. ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი საშიში პრობლემა იყო კორუფცია და დანაშაული. ამით დაინფიცირებული იყო საქართველოს სხეულის ყველა უჯრედი. საჭირო იყო გადაგვერჩინა მთლიანად სხეული და არა მისი ცალკეული ორგანოები და ჩვენ...

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ
access_time2020-09-19 12:00:34
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება....


მსგავსი სიახლეები

up