ჯანდაცვის მინისტრი სექტემბრიდან, სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას არ გამორიცხავს. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე იქნება მიღებული. მისივე თქმით, ჯერ არც სამდღიანი სწავლების აღდგენაზეა გადაწყვეტილება მიღებული
ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ისევ დავრჩებით ონლაინ სწავლის რეჟიმში...ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული - ამბობს ტიკარაძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებმა უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე დამკვირვებლებისთვის.
განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მარნეულში გააკეთა , სადაც დევნილებისთვის გერმანიის საელჩოს დახმარებით დასახლება შენდება.
mtavari.tv