ჯანდაცვის მინისტრი მთავრობის 520-ე დადგენილებაზე - ეს არის ძალზედ აპრობირებული მეთოდი, რომელსაც იყენებენ კანადაში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, შეიძლება, დავიღალო ქვეყნების ჩამოთვლით

ჯანდაცვის მინისტრი მთავრობის 520-ე დადგენილებაზე - ეს არის ძალზედ აპრობირებული მეთოდი, რომელსაც იყენებენ კანადაში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, შეიძლება, დავიღალო ქვეყნების ჩამოთვლით

access_time2020-02-05 20:09:21

არანაირი დაპირისპირების გამოწვევა არ მინდა, არც პაციენტსა და ექიმს შორის და არც ექთანსა და ექიმს შორის, მაგრამ არსებობს გარკვეული სამართლიანობა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა, როდესაც უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით.

 

როგორც ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, მისთვის მისაღებია, რომ 520-ე დადგენილება ასეთი ხმაურიანია. ტიკარაძის განმარტებით, ამის მიუხედავად მიიჩნევს, რომ ეს ძალიან აუცილებელი დადგენილებაა.

 

„არსებობს გარკვეული სამართლიანობა, როდესაც შენ დაინახავ უსამართლობას, ან გარკვეულ გადაცდომას, დღესდღეობით კი განსაკუთრებით, როდესაც მე ვარ მინისტრი დგას ის ვალდებულება, რომ გარკვეული რეაგირება უნდა მოვახდინო. რაც შეეხება იმას, 520-ე დადგენილება იყო, თუ არა ქირურგიული ჩარევა, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენ პროგრამაში გვაქვს 800 000 კოდი და ჩვენ მხოლოდ 25 კოდზე მოვახდინეთ ჩარევა, როგორც ექიმი მე ამას ქირურგიულ ჩარევას ვერ დავარქმევ. თანაც, ამ დადგენილებას წინ უძღოდა გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი, ანალიტიკა, ჩართული იყო ყველა შესაბამისი სტრუქტურა. განსაკუთრებით ჩართულები იყვნენ კლინიკის წარმომადგენელები, კლინიკის ფინანსისტები. აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ ეს დადგენილება არის რადიკალური. მის სასარგებლოდ შემიძლია ვთქვა ის, რომ ეს არ გახლავთ მეთოდი, რომელიც მინისტრმა ან მინისტრის რომელიმე მოადგილემ ასე ხელოვნურად შექმნა, ეს გახლავთ ძალიან აპრობირებული მეთოდი, რომელსაც იყენებენ კანადაში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში. ამას იმდენ ქვეყანაში იყენებენ შეიძლება დავიღალო ქვეყნების ჩამოთვლით“,- განაცხადა ტიკარაძემ.

 

მისი თქმით, ამ ქვეყნებს ჩატარებული აქვთ კვლევა და ირკვევა, რომ ეს მეთოდოლოგია არის საუკეთესო.


 

„საუკეთესოა იმისათვის, რომ ჩვენ ხარჯები არათუ შევამციროთ არამედ, უბრალოდ, დავადგინოთ. მაშინ როდესაც ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვხარჯავთ საყოველთაო ჯანდაცვაზე გაწეულ დანახარჯებს მე ვთვლი, რომ ჩვენი ვალდებულებაა კონკრეტულად ვიცოდეთ, რას ვიხდით, რატომ ვიხდით, სად ვიხდით, ასევე გავზომოთ, თუ რა შედეგის მომტანი იყო ეს ყოველივე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ მონაპოვარი. მისივე თქმით, არ აპირებს არც ერთი მინისტრი და არც თვითონ, რომ ეს მონაპოვარი მოსახლეობას დაუკარგონ.

 

„საყოველთაო ჯანდაცვა გრძელდება, უბრალოდ ჩვენ, დღესდღეობით, ვადგენთ იმ ხარჯებს, რომელი ხარჯებითაც ჩვენ სამომავლოდ ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up