ჯანდაცვის მინისტრი - იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ნამდვილად ვერ დავაყენებთ უფრო წინ ბიზნესის საკითხებს

ჯანდაცვის მინისტრი - იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ნამდვილად ვერ დავაყენებთ უფრო წინ ბიზნესის საკითხებს

access_time2021-01-28 16:50:00

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ბაზრობების წარმომადგენლები მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გაგებით ეკიდებიან.

როგორც მან ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეთანხმება ასეთია, რომ ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ თარიღზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

„ბაზრობებს ჰქონდათ სურვილი და მესმის, რომ არსებობს მათი დროულად გახსნის საჭიროება. ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა მათთვის ყველა ის მიზეზი, რატომ არის ბიზნესის გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა საჭირო. ისინი ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ და შევჯერდით იმაზე, რომ გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეუტლ თარიღზე, არამედ დავაკვირდებით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობას, სტატისტიკურ მონაცემებს და შესაბამისად, როგორც კი ეპიდემია მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დროულად მივიღოთ გადაწყვეტილება ბაზრობებისა და სხვა ბიზნესის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა, საბჭო იმსჯელებს ამის თაობაზე.


ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტია საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა. ამ პრიორიტეტებიდან და იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ნამდვილად ვერ დავაყენებთ უფრო წინ ბიზნესის საკითხებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთან, ჩვენ ვნახეთ რამდენად ორგანიზებულად მოახერხეს ახალი წლის წინა პერიოდში მოლებმა იმ ყველა შეზღუდვის დაცვა, რაც მითითებული იყო. დავაკვირდით რა ეპიდემიოლოგიური გავლენა ჰქონდა ამ გახსნას დაავადების გავრცელებაზე. სწორედ ეს გახლდათ ის ობიეტური მიზეზი, რატომაც დღეს ჩვენ პრიორიტეტი მივანიჭეთ ჯერ მოლების გახსნას და შემდეგ ბაზრობების გახსნას. ბაზრობებზე ადამიანების ნაკადები უფრო მოცულობითია, ვიდრე ეს არის მოლებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

IPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up