ჯანდაცვის მინისტრი გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე დეტალურ განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრი გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე დეტალურ განმარტებას აკეთებს

access_time2019-12-26 20:00:45

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება შეეხებოდა უშუალოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომლის ჩატარება სავალდებულოა მხოლოდ მაღალი რისკის პროფესიული ჯგუფებისთვის, მაგრამ არა მთელი მოსახლეობისთვის.


მინისტრის განმარტებით, საქართველოში გრიპის გავრცელების მხრივ არსებული ეპიდსიტუაცია არ მოითხოვს მოსახლეობის სავალდებულო იმუნიზაციას.


„მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ გრიპზე ვაქცინაცია ატარებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს და ნაჩვენებია იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დგანან ინფიცირების რისკის წინაშე. ამ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ქრონიკული დაავადების მქონე 60 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა, ორსულები და მოხუცთა მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები“.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, გრიპზე ვაქცინაცია სავალდებულო არ არის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა ეპიდემიების და პანდემიების შემთხვევებისა, როცა ეროვნული უწყებები ან სახელმწიფოები არსებული ეპიდსიტუაციის მიხედვით იღებენ მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციის გადაწყვეტილებას.


„ვწუხვარ, თუ გუშინდელმა განცხადებამ საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ვაქცინაცია მუშაობს! იმუნიზაციის როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არის უმაღლესი მნიშვნელობის და მისი ეფექტურობა ეჭვს გარეშეა. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და მიჰყვნენ აცრების ეროვნულ კალენდარს. სახელმწიფო კი, თავის მხრივ უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის უსაფრთხო და მაღალეფექტური ვაქცინების უწყვეტ მიწოდებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

თეგები:
გრიპი



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ
access_time2020-02-21 16:29:38
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება და მისი წევრი 37 კლინიკა  პრემიერს წერილს უგზავნის. განცხადების ტექსტს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგები.მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება:საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების...

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება
access_time2020-02-21 15:15:09
წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას...

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“
access_time2020-02-21 16:10:21
„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ადვოკატმა მარიკა არევაძემ განუცხადა. მისი თქმით, კვირის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მას დახმარებისთვის მიმართავენ.    „გვახსოვს ყველას, რომ 2018 წლის დეკემბერში „ფონდმა ქართუმ“ პრობლემური აქტივების შეძენა გადაწყვიტა და მოსახლეობას სესხები გაუნუნლა. მონაცემები აღბეჭდილი იყო vali.ge-ზე, მაგრამ დღესდღეობით საიტი აღარ...

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია
access_time2020-02-21 14:45:27
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ამით ქუთაისს განვითარების შანსი ერთმევა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია. „რას ნიშნავს, შანსს არ ვუტოვებთ ქუთაისს, რომ დაიბრუნოს პარლამენტი? ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი,...


მსგავსი სიახლეები

up