არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გეგმური ოპერაციები გადავადდება 4 თვით.ამის თაობაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„გეგმურ ოპერაციებთან დაკავშირებით ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და იგეგმება 4-თვიან ჭრილში გეგმური ოპერაციების გადავადება, მაგრამ არა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციების, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, გეგმური ოპერაციის ჩასატარედბად, რეგისტრირებულ პაციენტებს ოპერაციის თარიღის შესახებ 2 თვის განმავლობაში ეცნობებოდათ. ახლა კი ეს ვადა 4 თვით განისაზღვრა. პაციენტი გეგმური ოპერაციის ტარიღის შესახებ ინფორმაციას 4 თვეზე ადრე ვერ მიიღებს.
რადიო თავისუფლება