ჯანდაცვის მინისტრი ექიმების მხრიდან ჭარბი წამლების გამოწერის პრობლემას აღიარებს

ჯანდაცვის მინისტრი ექიმების მხრიდან ჭარბი წამლების გამოწერის პრობლემას აღიარებს

person access_time2016-03-25 13:35:43

ჯანდაცვის მინისტრი ექიმების მხრიდან ჭარბი წამლების გამოწერის პრობლემას აღიარებს და აცხადებს, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრას ხელისუფლება სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ცდილობს.

 


შესაბამისი შეკითხვით „კომერსანტმა" დავით სერგეენკოს მას შემდეგ მიმართა, რაც „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ" გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ქართველი ექიმები ფინანსური დაინტერესების გამო პაციენტებს ჭარბ მედიკამენტებს უნიშნავენ. პრობლემა „კომერსანტთან" სადაზღვევო კომპანიებმაც დაადასტურეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, „კომერსანტი" დაინტერესდა, ხედავს თუ არა პრობლემას ამ მიმართულებით ხელისუფლება და რაში ხედავს გამოსავალს?

 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერ კიდევ 2012 წლიდან ცნობილი იყო, რომ ჯანდაცვაზე საქართველოს მთლიან დანახარჯებში მედიკამენტების წილი ძალიან მაღალი იყო და რიგი კვლევებით ეს მაჩვენებელი 60%-მდე აღწევდა. მისივე ინფორმაციით, ახლა ეს მაჩვენებელი შემცირებულია და ბოლო კვლევებით 40%-მდეა.


 

„ამას აქვს 2 მიზეზი: ერთი, წამლის ფასები, მეორე, სამედიცინო მოვლის ხარისხი, როდესაც ექიმი მაქსიმალურად გადაიზღვევს ხოლმე თავს იმისაგან, რომ გამოწეროს ბევრი წამალი. ეს მედიცინაში ცნობილი ფენომენია და პოლიპრაგმაზია(ავადმყოფისათვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლის და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა) ჰქვია. ის რეფორმები, რაც მიმდინარეობს მიმართულია სწორედ აქეთკენ. ერთი მხრივ, ბაზარზე კონკურენციის გაზრდა და ფასების შემცირება, რისი ტენდენციაც გამოკვეთილია. მეორე მხრივ, ექიმის გადამზადება და სამედიცინო ხარისხის მოვლის კონტროლი. ეს არის ძლავრი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს პრობლემები მინიმუმადე იყოს ჩამოსული"- განაცხადა სერგეენკომ.

 


რაც შეეხება ექიმების ფინანსურ დაინტერესებას და გარიგებებს სააფთიაქო ქსელებთან, მინისტრმა განაცხადა, რომ ფინანსური დაინტერესება არის ბრალდება, რომელსაც შესაბამისი მტკიცებულებები და შესაბამისი გამოძიების ჩატარება სჭირდება.

 



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up