ჯანდაცვის მინისტრი - ამ დროისთვის შემოწმება 75 კლინიკაში ჩატარდა, სადაც ინფექციის კონტროლის და ფინანსური მიმართულებით როგორც შენიშვნები, ისე გამოსწორების ვადები მივეცით

ჯანდაცვის მინისტრი - ამ დროისთვის შემოწმება 75 კლინიკაში ჩატარდა, სადაც ინფექციის კონტროლის და ფინანსური მიმართულებით როგორც შენიშვნები, ისე გამოსწორების ვადები მივეცით

access_time2022-08-06 00:00:00

ჩვენი აუდიტის სამსახური, რეგულირების სამსახურთან ერთად, ორი მიმართულებით ახდენს შემოწმებას. ამ დროისთვის დაახლოებით 75 კლინიკაში იყვნენ, სადაც ინფექციის კონტროლის კუთხით შენიშვნები და გამოსწორების ვადები მისცეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, კლინიკებში შემოწმება ინფექციის კონტროლი გარდა, ფინანსური მიმართულებით ხდება.


ამასთან, აზარაშვილის თქმით, სამინისტრო ჯარიმების დაწესებით ცდილობს კლინიკები აიძულოს, რომ ექიმებს და ექთნებს დროულად გადაუხადონ ის დანამატი, რასაც უწყებამ დააწესა.


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისი გაწევა და ამაში ადეკვატური თანხების გადახდა იმ მომსახურებისთვის, რა მომსახურებასაც უწევენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი აუდიტის სამსახური, რეგულირების სამსახურთან ერთად ჩემი დავალებით, ორი მიმართულებით ახდენს შემოწმებას: ეს არის ინფექციის კონტროლი, რომელიც პირდაპირ კავშირშია გარდაცვალებასთან და ამის პრევენციასთან. მეორე, ფინანსურად სწორად „დარეპორტება“ სამინისტროში და შემდეგ უწყების მიერ სწორად გადახდასთან. ამ დროისთვის დაახლოებით 75 კლინიკაში იყვნენ, ზოგ კლინიკაში უკვე ორჯერ, სადაც ინფექციის კონტროლის კუთხით შენიშვნები და გამოსწორების ვადები მისცეს. იმ დანამატებს, რასაც სახელმწიფო უხდიდა ექთნებს და ექიმებს, მესამე მიმართულებით, შრომის ინსპექცია ამოწმებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს თანხების სწორად ხარჯვაზე და ადამიანების სწორად მკურნალობაზე, იმ ინფექციების პრევენციაზე, რომელიც სამწუხაროდ, ამ 70-75 კლინიკაში თითქმის ყველგან დაფიქსირდა. გამოსწორების გონივრული ვადა მივეცით, რომ შემდგომი პაციენტები დაგვეცვა ამ ინფექციებისგან. კოვიდის პერიოდი 70-ზე მეტმა კლინიკამ გაიარა, ახლა მიდის მონაცემების დამუშავება, ხარვეზები არის თანხების გადახარჯვასთან დაკავშირებით. ჩვენ ასეთი ღონისძიებებით, რაც დაკავშირებულია ადმინისტრაციულ ჯარიმებთან, ვცდილობთ, რომ დროულად გადაუხადონ ექიმებს, ექთნებს ის დამსახურებული დანამატი, რაც პირდაპირ მიზნობრივად მათ ეძლეოდათ. ყველა მეთოდით ვცდილობთ, რომ ვაიძულოთ, ეს გადაუხადონ“, - განაცხადა მინისტრმა.



აზარაშვილმა ასევე საქართველოში კორონავირუსის გავრცელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსი არის ვირუსი, რომელიც ადამიანებს სეზონურად შეხვდებათ. მისივე თქმით, ვაქცინაცია კორონავირუსის მსუბუქად გადატანაში ეხმარება, მაგრამ პრევენციას ვერ ახდენს და ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის მუშაობა, რომ ვაქცინამ დაინფიცირების პრევენციის ფუნქცია შეასრულოს.


„რამდენადაც ვიცი, ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის მუშაობა, რომ ვაქცინა სრულფასოვნად რომ ასრულებდეს იმ ფუნქციას, რაც უნდა იყოს ვაქცინა და არა მხოლოდ მსუბუქად გადატანის შესაძლებლობა, არამედ დაინფიცირების პრევენცია. ახლა მუშაობენ იმ ვაქცინაზე, რომ ინფიცირებისგან დაიცვას. დღეს ვხედავთ, რომ ვაქცინაცია მსუბუქად გადატანაში ეხმარება, მაგრამ პრევენციას ვერ ახდენს. დღეს ასეთი ტიპის ვაქცინა გვაქვს“, - განაცხადა აზარაშვილმა.


ipn.ge






ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
access_time2022-08-12 23:55:40
ლიკუნა კოტეტიშვილს საქორწილო აქსესუარების დამზადების იდეა საკუთარი ქორწილის შემდეგ გაუჩნდა. დღეს კი კომპანია მომხმარებელს სხვადსხვა სახის საქორწილო მომსახურებასა და აქსესუარებს სთავაზობს.   როგორც "ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარების" დამფუძნებელი "ბიზნესპარტიორთან" ყვება, ქორწილში მის მიერ დამზადებულმა დეკორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია.   "პირადად ჩემთვის, ეს არის სფერო,...

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას
access_time2022-08-12 23:00:51
Reuters-ის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე წყაროს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უნდა გამოაცხადოს თავისი კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შესახებ უფრო ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, ნოემბრის რბოლამდე კონგრესში, რათა გააქარწყლოს სპეკულაციები დემოკრატების გეგმების შესახებ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის წინ.   ბაიდენი, რომელიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ 80 წლის გახდება, სულ უფრო მეტი შეკითხვის წინაშე დგას თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ...

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“
access_time2022-08-12 20:02:05
„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“ -  ამის შესახებ ინფორმაციას  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კომერსანტი“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ,...

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე
access_time2022-08-12 17:58:05
ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს, როგორ მილსადენიდან ასევე რკინიგზიდან, აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე, რითაც ის ყაზახური ნავთობის, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაწყებას გამოეხმაურა. როგორც...

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2022-08-12 17:30:06
12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7880 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1508 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2829 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up