ჯანდაცვის მინისტრი - ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განვიხილავთ

ჯანდაცვის მინისტრი - ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განვიხილავთ

access_time2021-01-13 13:40:00

ამ პერიოდისთვის ჩინურ ვაქცინას საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა არ გააჩნია - შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განიხილავს, - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ გააკეთა.



ტიკარაძის განმარტებით, ცალსახად საუბარია “ფაიზერისა“ და “ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, რომელთა შეძენაც “კოვაქს პლატფორმიდან“ ხდება. მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.




“როგორც კი სარწმუნო წყაროდან გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, ჩვენ საჯარო გავხადეთ. როგორც კი, გვექნება შემდეგი დასტური იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ვაქცინის მოწოდებას შესძლებს “კოვაქს პლატფორმა“, ამასაც გავასაჯაროებთ. ნებისმიერი პროცესი თანმიმდევრულად წარიმართება. ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად მიიღებენ საჭირო რაოდენობის ვაქცინას. ალტერნატიულ ბაზრებზე გვაქვს საუბრები, მაგრამ ალტერნატიული ბაზრებს გარკვეული რისკები გააჩნიათ. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვართ საკმაოდ ფრთხილად. ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოცემულ პროტოკოლს მივყვებით, რადგან ეს არის ყველაზე უსაფრთხო გზა ვაქცინაციის მიღებისათვის“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.



IPN.GE





თეგები:
ვაქცინა



საქართველოს მთავრობამ Covid-ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ Covid-ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა
access_time2021-01-21 12:25:09
პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გამართა, რომელმაც თქვა, რომ ძირითადი ამოცანაა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას.   "ეს არის იმისთვის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის და ასევე ვაქცინაციის მოცვით ჯამურად, იყოს მოსახლეობის უმრავლესობა დაცული იმუნური პასუხით და ამან მოგვცეს შესაძლებლობა, ეკონომიკის გახსნა მოხდეს უსაფრთხოდ და აღარ იყოს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების რისკები.   ეს ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია, სხვა ქვეყნების...

პროკრედიტ ბანკის ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის

პროკრედიტ ბანკის  ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის
access_time2021-01-21 10:45:33
პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს ელექტრომობილი ჰიუნდაი კონას  შესაძენად ექსკლუზიურ შესაძლებლობას სთავაზობს.   ჰიუნდაის მიერ შეთავაზებული სპეციალური პირობების პარალელურად, რაც მოიცავს: •             ფასდაკლება 10 000 ლარის ოდენობით •             საჩუქრად...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ
access_time2021-01-21 10:55:22
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი არსებობდეს.   „ჩვენ, მთელმა ქვეყანამ, თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ბიზნესმა პრაქტიკულად მთელი გასული წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ COVID 19-ის დღის წესრიგით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საჭიროებების, რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით და გვესმის, რომ რეკომენდაციების დაცვა უნდა...

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
access_time2021-01-20 21:10:01
ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი...

პანდემის გამო, მხოლოდ ხეჩინაშვილის კლინიკას ხარჯი დაახლოებით მილიონი ლარით გაეზარდა - სამედიცინო სექტორი სრული კოლაფსის წინაშე

პანდემის გამო, მხოლოდ ხეჩინაშვილის კლინიკას ხარჯი დაახლოებით მილიონი ლარით გაეზარდა - სამედიცინო სექტორი სრული კოლაფსის წინაშე
access_time2021-01-21 10:00:29
„მოლოდინი გვაქვს, რომ მინისტრი შეგვხვდება, გვინდა ჩვენი მხრიდან დავანახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც გვაქვს “, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა მაია მახარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მაია მახარაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა დამოუკიდებლად ცდილობდა პრობლემების მოგვარებას და დანახარჯების შემცირებას, პრობლემის...


მსგავსი სიახლეები

up