“ჯანდაცვის კუთხით პანდემიაზე საქართველოს მთავრობის პასუხი იყო მსოფლიო კლასი” -Dentons-ის მთავარი  მრჩეველი

“ჯანდაცვის კუთხით პანდემიაზე საქართველოს მთავრობის პასუხი იყო მსოფლიო კლასი” -Dentons-ის მთავარი მრჩეველი

access_time2020-05-28 17:45:57

“ჯანდაცვის კუთხით პანდემიაზე საქართველოს მთავრობის პასუხი იყო მსოფლიო კლასი” – ამის შესახებ Dentons-ის მთავარმა მრჩეველმა და „სილქნეტის“ საბჭოს წევრმა თედ ჯონასმა Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან სტუმრობისას განაცხადა.


„რაც საქართველომ გააკეთა სწორად, ეს არის ის, რომ მთავრობამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ასპარეზზე გამოსვლის საშუალება მისცა ჯანდაცვის ექსპერტებს – გაეანალიზებინათ სიტუაცია მეცნიერულად და სამედიცინო კუთხით და ემოქმედათ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად. ამ ექსპერტებმა უთხრეს მთავრობას, რა იყო საჭირო და შემდეგ ეს მთავრობამ ზედმიწევნით განახორციელა. ასე რომ, პირველი საკითხი იყო – პოლიტიკა ჯანდაცვის ექსპერტებმა შეიმუშავეს და მთავრობა ამ პოლიტიკას მიჰყვა. მეორე საკითხია – საზოგადოების დამოკიდებულება მთავრობის მიმართ. ვინაიდან მთავრობა უსმენდა ჯანდაცვის სპეციალისტებს, და მოქალაქეებმა იცოდნენ რომ მთავრობა უსმენდა ჯანდაცვის სპეციალისტებს, მოსახლეობამ გამოიჩინა სრული ნდობა პროცესის მიმართ და შესაბამისად დაემორჩილა მთავრობის მიერ დაწესებულ წესებს, ვინაიდან თავის მხრივ მთავრობამ აჩვენა, რომ პროცესში გადაწყვეტილებებისას სანდო, მეცნიერთა და პროფესიონალთა ინფორმაციებს ეყრდნობოდა“ – აღნიშნა თედ ჯონასმა.


მან ასევე ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის ნდობასა და ქართველი ხალხის ხასიათზე.



1994 წლიდან ვარ საქართველოში. 1994-2000 წლებში ვცხოვრობდი აქ და ნანახი მაქვს ქვეყნის განვითარების თითქმის ყველა პერიოდი, დაწყებული მხედრიონიდან შევარდნაძის მმართველობის პერიოდზე გადასვლით. შემდეგ, 2005 წელს დავბრუნდი, შემდეგ იყო ომი და თანმდევი რთული პერიოდი. მე ვნახე ყველა ეტაპზე, თუ როგორ გადაიტანეს ქართველებმა ბევრი კრიზისი და დავრწმუნდი ქართველების მოქნილობასა და გონიერებაში. ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა მაღალი კულტურაც მთავრობის მოსმენის და ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულების მიმართულებით. და, გულწრფელად ვისურვებდი იგივე მეთქვა აშშ-ზე. სამწუხაროდ ეს საკითხი იქ ძალიან პოლიტიზებულია და მოსახლეობა უარყოფს მეცნიერულ ინფორმაციებს და რჩევებს. ვფიქრობ, ამ კუთხით ქართველებმა გაცილებით უკეთესი დამოკიდებულება და შესაბამისად, შედეგებიც აჩვენეს“, – განაცხადა თედ ჯონასმა.


წყარო: forbes.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up