ჯანდაცვის კომიტეტმა უარი განაცხადა ჯანდაცვის წარმომადგენლებთან და ექიმებთან შეხვედრაზე

ჯანდაცვის კომიტეტმა უარი განაცხადა ჯანდაცვის წარმომადგენლებთან და ექიმებთან შეხვედრაზე

access_time2020-06-29 14:30:47

პარლამენტის დამოუკიდებელმა  კანდიდატმა ლევან კობერიძემ  ჯანდაცვის კომიტეტის  თავჯდომარეს  თხოვნით მიმართა , რომ  "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონი, ექიმებისა და კლინიკების მოთხოვნით, ჯერ ნებისმიერ სამუშაო ფორმატში  სექტორთან ყოფილიყო გავლილი და შემდეგ განხილულიყო კომიტეტზე, კობერიძის განცხადებით, ექიმები და კლინიკები ითხოვენ კონსულტაციებს და მათ ამის უფლება აქვთ.

 

„იქნებ ეს კანონპროექტი ხვალინდელ სხდომაზე  წინასწარი კონსულტაციის  გარეშე  არ იყოს  განხილული.პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, ჯანდაცვის მინისტრით დამთავრებული ყველა  ჰპირდება  ამ  ადამიანებს,  რომ კონსულტაციები იქნება და  რეალობაში  ეს ასე  არ  ხდება.თქვენ  მოგმართავთ  თხოვნით და იმედი მაქვს, რომ ამ  რიცხვს თქვენ  არ  შეუერთდებით როგორც  კომიტეტის  თავჯდომარე  და  გთხოვთ  რომ პირველ  რიგში,  ჯერ  სექტორთან  დაინიშნოს  შეხვედრა  თუ  გნებავთ  სამუშაო დახურულ  რეჟიმში ან როგორც  თქვენ  ჩათლით  საჭიროდ .

 

კონსულტაციები იყოს  გავლილი, მათი  მოსაზრებები მოისმინოთ და  ამის შემდეგ იყოს  შეტანილი  დღის  წესრიგში , რადგან  მერე  ისევ დროის  დეფიციტი იქნება და  კლინიკების  წარმომადგენლების  და  ექიმების მოსმენის  დრო პრაქტიკულად  აღარ იქნება.  მე  კომიტეტის  წევრებსაც მოგმართავთ , რომ კოლეგიალურად მოვეკიდოთ ამ საკითხს, აქ იმაზე  არ არის  საუბარი  თუ როგორი კანონის ფორმულირება საბოლოო ჯამში,  ექიმები და კლინიკები  ითხოვენ კონსულტაციას და მემგონი მათ ამისი უფლება  აქვთ.“ - ლევან კობერიძე

 

ჯანდაცვის  კომიტეტის თავჯდომარემ  დიმიტრი  ხუნდაძემ,  ლევან კობერიძეს უარყოფითად უპასუხა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი  დაჩქარებული წესით განიხილებოდა 2 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე , რაც საკმარისი იყო.  თუმცა, დაჩქარებული წესით არ განხილულა რადგან  საკითხი, სამსჯელო იყო და ამისთვის  ცალ-ცალკე დამატებით დრო იყო  გამოყოფილი, სადაც  შეზღუდული არავინ ყოფილა.

 

მან ასევე  აღნიშნა, რომ რასაც არ ეთანხმებოდნენ, იყო ის რომ  სასამართლო ამოვარდნილიყო პროცესიდან და თუ ეს მაინც  მოხდება, ხუნდაძის განმარტებით მხარს  არ დაუჭერენ.


 

„საკმაოდ  კარგი  მსჯელობა  იყო გაერთიანებულ  კომიტეტზე  და  შემდეგ  უკვე  დარგობრივი  ეკონომიკის კომიტეტზე. მე  როგორც  ვიცი  იყო  შეთანხმებაც  მითუმეტეს ეხლა  დროც  აღარ  არის,  დაჩქარებული წესით არ იხილება  და ამისთვის არის დადგენილი დრო,   ასე  რომ ამის განხილვის საშუალება   მეორე  მოსმენაზეც გვექნება.


მთავარი  რასაც  ჩვენ  არ  ვეთანხმებოდით კომიტეტში  ეს  იყო,  ის  რომ  სასამართლო  ამოვარდნილიყო  ამ  პროცესიდან  ეს  რა თქმა უნდა არ  იქნება  ასე, იმიტომ  რომ თუ  ასე  იქნება  მაშინ  ჩვენ  ამას  არ  დავუჭერთ  მხარს. არის  შეთანხმება იმაზე, რომ  იყოს მხოლოდ  წინასწარი  შეტყობინების  გარეშე, რომ  მათ მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების საშუალება მიეცეთ. თუმცა,  სასამართლო  რა თქმა უნდა დარჩება  თავის ფუნქციებში.

 

ვფიქრობ,  საკმარისი  იყო ორი  გაერთიანებული კომიტეტი,  როცა  ვიმსჯელეთ,  შემდეგ  დარგობრივი კომიტეტი  და ჯანდაცვის კომიტეტი,  არამგონია ,რომ  დამატებით  დრო  იყოს  კიდევ  საჭირო.კიდევ  ერთხელ დაჩქარებული  წესით  აღარ  განიხილება  და  სასამართლო რჩება  სასამართლოდ , რა თქმა უნდა იქნება  მეორე და შემდეგ კიდევ მესამე  მოსმენაც.“- დიმიტრი ხუნდაძე.



თაკო კვაჭანტირაძე

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up